ჰუნური ენა
ჰუნური ენა — ჰუნების გადაშენებული ენა, ცნობილია მხოლოდ ბერძნული, ლათინური და ჩინური წყაროებით შემორჩენილი ცალკეული სიტყვების მეშვეობით. მის წარმოშობაზე სხვადასხვა ჰიპოთეზა არსებობს, თუმცა მეცნიერულად დადასტურებული ვერსია ჯერ არ გამოთქმულა.
XVIII საუკუნიდან, ჯოზეფ დე გინის ჰიპოთეზა გაჩნდა, რომელიც ჰუნურ ენას თურქულ ენებთან აკავშირებს[1].
მ. ი. არტამონოვის ნაშრომებში ხაზგასმულია ჰუნების ენაში უგრული ელემენტების არსებობა.
ს. ა. პლეტნევამ ყურადღება გაამახვილა ჰუნების ენაში ირანულ კომპონენტებზე, ხოლო თეთრი ჰუნები ირანულენოვანებად მიიჩნია.
იშვიათი Q ჰაპლოჯგუფი, რომელიც ჰუნებს უკავშირდება, ვარაუდობს, რომ მათი ენა შესაძლოა ეკუთვნოდეს „გადაშენებულ ენობრივ ჯგუფს“[2].
რუსი ლინგვისტი ოლეგ მუდრაკის მოსაზრებით, ძველი ჩინური წყაროებში მოხსენიებული ჰუნური სიტყვები მსგავსია თურქული ენების ბულგარული ქვეჯგუფის სიტყვებთან.
ევროპაში მცხოვრები ჰუნების ენა მხოლოდ მათი ლიდერების პირადი სახელებისა და რამდენიმე „სათემის“ ტიპის ინდოევროპული სიტყვის მეშვეობით არის ცნობილი[3].