ჰუმიფიკაცია (ლათ. humus — მიწა, ნიადაგი და ლათ. facio — ვაკეთებ) — პროცესი, რომლის დროსაც ორგანული ნარჩენების დაშლის პროდუქტები ჰუმუსოვან ნივთიერებად გარდაიქმნება. ჰუმიფიკაციის პროცესზე გავლენას ახდენს ტემპერატურა, ტენიანობა, აერაცია, ნიადაგის ქიმიური თვისებები, დასაშლელი ორგანული ნივთიერების ქიმიური შედგენილობა და სხვა. ნიადაგში ხდება ორგანული ნივთიერების დაშლა და სინთეზი. ამ პროცესში მონაწილეობენ მაკროორგანიზმები. აღნიშნული ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად წარმოიშობა ახალი ჰუმოსოვანი ნივთიერებები — ჰუმინ, ულმინ და ფულვომჟავები. ნიადაგში ჰუმუსის შეკავება-დამაგრებას (ჰუმიფიქსაცია) ხელს უწყობს კალციუმი, რომლის მოქმედებით ხდება კოაგულაცია და წარმოიქმნება შეუქცევადი მტკიცე ორგანულ-მინერალური ნაერთები.

ლიტერატურა რედაქტირება