ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ბუნების ისტორიის მუზეუმი (გერმ. შემოკლებით Naturkundemuseum) — მუზეუმი ბერლინში, რომელიც 25 მილიონზე მეტ ზოოლოგიურ, პალეონტოლოგიურ და მინეროლოგიურ სახეობას მოიცავს. განსაკუთრებით განთქმულია ორი უნიკალური გამოფენით: მსოფლიოში უდიდესი დინოზავრის ინსტალაციითა და დღემდე ცნობილი უძველესი ფრინველი არქეოპტერიქსის ყველაზე კარგად შემონახული ნიმუშით.

ბრაქიოზავრის ჩონჩხი

ამჟამად გერმანიის უდიდესი ბუნების ისტორიის მუზეუმი 1810 წელს დაარსდა. მისი კოლექციები მოიცავს ობიექტებს სამ ძირითად სფეროში: პალეონტოლოგიაში, მინერალოგიაში და ზოოლოგიაში. მუზეუმის მინერალების კოლექცია 1700 წლით თარიღდება, რომელიც მას პრუსიის აკადემიამ უბოძა. სხვა მნიშვნელოვან გამოფენათა შორისაა მინერალების კოლექცია, რომელშიც მსოფლიოს მინერალთა 75% სახოებებია წარმოდგენილი, მეტეორების დიდი კოლექცია, მსოფლიოშუ უდიდესი ქარვის ნატეხი და მისთ.