მეტერნიხის სტელა

(გადამისამართდა გვერდიდან ჰოროსის სტელა)

მეტერნიხის სტელა, ჰოროსის სტელა (სვეტი, „მხსნელი ქვა“) — გვიანდელი ეგვიპტური ქვის სვეტი, რომელზეც ამოკვეთილი ან დახატული იყო ოსირისის ძე, ყრმა ჰოროსი: ნიანგზე იდგა და ხელში მტერი ბიძა სეთი ეჭირა, მოგუდული ან ცოცხალი. სურათს და წარწერას (შელოცვას) მაგიური, სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა: თუ საგანგებო აუზიდან წყალს დაასხამდნენ და მერე შესვამდნენ, ადამიანებს ენიჭებოდათ ჯადოსნური ძალა, გველისა და მორიელის შხამი ვეღარას ავნებდა დაგესლილს. ქვაზე იხატებოდა ეპიზოდები ჰოროსის ცხოვრებიდან, მავნე მხეცების დამარცხების სცენები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება