ჰონიარა
ჰონიარა (ინგლ. Honiara) — სოლომონის კუნძულების დედაქალაქი და მთავარი პორტი. ქალაქის მოსახლეობა 2009 წლის მონაცემებით შეადგენს 64 609 ადამიანს. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ქალაქის ტერიტორია გამოყოფილია ცალკე დედაქალაქის ტერიტორიად პროვინციის სტატუსით. ამავე დროს ჰონიარა რჩება გუადალკანალის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრად.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ჰონიარა ინგლ. Honiara | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
კოორდინატები | 9°26′00″ ს. გ. 159°57′00″ ა. გ. / 9.43333° ს. გ. 159.95000° ა. გ. | ||
ქალაქის მერი | ისრაელ მაეოლი | ||
დაარსდა | 1943 | ||
ფართობი | 22 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 29 მ | ||
მოსახლეობა | 84 520 კაცი (2017) | ||
სიმჭიდროვე | 3841,81 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+11 | ||
ბუნებრივი პირობებირედაქტირება
ჰონიარა მდებარეობს კუნძულ გუადალკანალის აღმოსავლეთი ნაწილის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ქალაქის ფართობია 22 კმ². ქალაქში კლიმატი სუბეკვატორულია, ცხელი და ნოტიო. ტემპერატურა წლის განმავლობაში პრაქტიკულად შეუცვლელია და შეადგენს +25 გრადუსს ცელსიუსით. ცხელი და ნოტიო სეზონი გრძელდება იანვრიდან აპრილის ჩათვლით, როდესაც სოლომონის არქიპელაგზე ბატონობენ ჩრდილო-დასავლეთის მუსონები. აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით შედარებით მშრალი და გრილი ამინდებია, რომელიც განპირობებულია სამხრეთ-აღმოსავლეთი პასატებით. ნალექები წელიწადში მოდის დაახლოებით 2250 მმ. ბუნებრივი მცენარეულობა უპირველეს ყოვლისა წარმოდგენილია ხშირი ტროპიკული ტყეებით და სავანებით. ქალაქის ფარგლებში მოედინება მდინარე მანატიკაუ, რომელიც უერთდება სოლომონის ზღვას.
განვითარების ისტორიარედაქტირება
სოლომონის არქიპელაგი XVI საუკუნეში აღმოაჩინა ესპანელმა ზღვაოსანმა ალვარო დე მენდანია დე ნეირამ. მისი ექსპედიცია გადაჯდა გუადალკანალის კუნძულზე, ტერიტორიაზე, რომელიც დღეისათვის უკავია ჰონიარას. 1885 წლიდან კუნძულების მართვას ახორციელებდა გერმანიის იმპერია, ხოლო XIX საუკუნის ბოლოს გადავიდა ბრიტანეთის იმპერიის მმართველობაში.
1941—1943 წლებში თითქმის მთელი არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონიის მიერ, მოკავშირეთა ჯარმა იგი გაათავისუფლა 1943 წლის დეკემბერში. ომის შემდეგ არქიპელაგზე დაბრუნდა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, რომლებმაც დააარსეს ქალაქი ჰონიარა — პროტექტორატის ახალი დედაქალაქი.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ყოფილი სამხედრო აეროპორტი ჰენდერსონ-ფილდი, რომელიც მდებარეობს დედაქალაქიდან 8 კმ-ში, გადაკეთდა კომერციულად, მოგვიანებით გახდა ჰონიარას საერთაშორისო აეროპორტი.
1978 წლის 7 ივლისს სოლომონის კუნძულებმა მიიღო დამოუკიდებლობა და ჰონიარამ მიიღო დედაქალაქის სტატუსი.
მოსახლეობა, ენა, რელიგიარედაქტირება
ჰონიარას მოსახლეობის რაოდენობა 2009 წელს შეადგენს — 64 609 ადამიანს. ქალაქში ძირითადად ცხოვრობენ მელანეზიელები. ოფიციალური ენა — ინგლისური, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს სოლომონურ პიჯინზე — კრეოლურ ენაზე, რომელიც განვითარდა ბიჩლამარის პიჯინიდან, რომელიც თავის მხრივ ჩამოყალიბდა ინგლისური ენის საფუძველზე. მორწმუნეების უმრავლესობა ქრისტიანია.
კულტურული მნიშვნელობარედაქტირება
სოლომონის კუნძულების დედაქალაქის კულტურული ცენტრია ნავსაყუდელი პოინტ კრუზი. ისტოროკოსების აზრით, ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც ესპანელები პირველად გადავიდნენ ნაპირზე და დასვეს ჯვარი. დედაქალაქის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პარლამენტის შენობა, ჰონიარას საერთაშორისო აეროპორტის შენობა, ეროვნული მუზეუმი. ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს კუნძულის ირგვლივ არსებული წყალქვეშა სამყარო. სანაპირო წყლებში დაივინგის მოყვარულები პოულობენ ბევრ ჩაძირულ გემს და მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოვარდნილი ასობით თვითმფრინავის ადგილს.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 687.