ორიგენი. შუასაუკუნეების მინიატურა

ჰომილია (ბერძ. ὁμιλία) — ღვთისმსახურების დროს სასულიერო პირთა მიერ წარმოთქმული მოძღვრება-ქადაგებანი, რომელთაც შემდგომ წერდა ან თვით ავტორი ან წარმოთქმის დროს იწერდა მაშინდელი სტენოგრაფი. ეფრემ მცირის (XI საუკუნე) განმარტებით, ჰომილია „არს ზეპირად პირისპირ თქუმა“. ჰომილიები დაედო საფუძვლად ჰომილეტიკის ჩამოყალიბებას.

ლიტერატურარედაქტირება