მთავარი მენიუს გახსნა

ჰომარი (ლათ. Nephropidae, ასევე ლათ. Homaridae) — ზღვის ათფეხა კიბოსნაირი.

არსებობს ჰომარის 2 ტიპი: Homarus (3 სახეობა — ევროპული, ამერიკული და კაპური) და Nophrops (13 ტროპიკული და თბილი წყლების სახეობა და ნორვეგიული ჰომარი). აქვთ თავ-მკერდზე წვეტიანი შუბლის გამონაზარდი, წაგრძელებული, კუნთოვანი მუცელი, სასიარულო ფეხების პირველი წყვილი მძლავრმარწუხებიანია, შემდეგ 2 წყვილზე უფრო პატარა მარწუხებია. კვერცხები 7-11 თვის განმავლობაში მუცლის ფეხებზე აქვთ მიკრული. ჰომარის მატლები დაცურავენ წყლის სიზრქეში, სქესმწიფე ასაკს 5-6 წელიწადში აღწევენ. ცოცხლობენ 20 წელს. საჭმელად იყენებენ, როგორც ნედლს ასევე გაყინულს და დაკონსერვებულს.

ლიტერატურარედაქტირება