ჰოლანდიური შავ-ჭრელი ჯიში

ჰოლანდიური შავ-ჭრელი ჯიშიმსხვილი რქოსანი საქონლისა, სარძევე მიმართულების ჯიში, გამოყვანილია ნიდერლანდებში. ფერად შავ-ჭრელია. ცოცხალი მასა კუროსი 900-1000 კგ-ია, ფურისა — 550-600 კგ. ფურის მონაწველი 4500 კგ, სარეკორდოა 13 000 კგ. რძის ცხიმიანობა 3,9-4,0 %. ჯიში გავრცელებულია ნიდერლანდებში (ქვეყნის მსხვილი რქოსანი საქონლის მთელი სულადობის დაახლოებით 70 %), გერმანიაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, იტალიაში, ყოფილ იუგოსლავიის ქვეყნებსა და სხვ. ჰოლანდიური ჯიში გამოიყენება ხოლმოგორული, შავ-ჭრელი, ტალიგური, აულიეატური, ბესტუჟევისა და სხვა ჯიშების გამოყვანისას.

ფური

ლიტერატურა რედაქტირება

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 678-679.