ჰისტოპლაზმოზი — სოკოვანი დაავადება (მიკოზი), რომელიც უმთავრესად აზიანებს ადამიანისა და ცხოველის რეტიკულურ-ენდოთელურ სისტემას. გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკულ ქვეყნებში. დაავადების გამომწვევის — პარაზიტული სოკოს — ჰისტოპლაზმის ძირითადი რეზერვუარი ნიადაგია. დაავადება მიმდინარეობს მწვავედ, ქვემწვავედ და ქრონიკულად, დისემინირებული ან ლოკალიზებული ფორმით. დიაგნოზს ადგენენ დაზიანებული კერებიდან აღებული ექსუდატის მიკროსკოპული გამოკვლევით და წმინდა კულტურული გამოყოფით.

მკურნალობა რედაქტირება

ეთილვანილატისა და სულფამიდური პრეპარატები.

ლიტერატურა რედაქტირება