ჰისტერეზისული ელექტროძრავა

ჰისტერეზისული ელექტროძრავა — სინქრონული ელექტროძრავა, რომლის მბრუნავი მომენტი წარმოიქმნება მაგნიტური მასალისაგან დამზადებული გულარის (რომელსაც გააჩნია ჰისტერეზისის ფართო მარყუჟი) მქონე მასიური როტორის გადამაგნიტების დროს. სხვა ტიპის სინქრონულ ელექტროძრავებთან შედარებით, უკეთესია მცირე სიმძლავრის ჰისტერეზისული ელექტროძრავა. მისი საექსპლუატაციო მახასიათებლები, ამასთან ერთად, უფრო საიმედო, ხანგამძლე და უხმაუროა. შეუძლია იმუშაოს ბრუნვის სხვადასხვა სიხშირით. ჰისტერეზისულ ელექტროძრავებს იყენებენ მცირე სიმძლავრის ელექტრულ ამძრავებსა და ავტომობილების მართვის სისტემებში.

ლიტერატურა რედაქტირება