ჰისპარი — დენდრიტულ-ხეობის ტიპის მყინვარი პაკისტანში, ყარაყორუმის მთებში. სიგრძე 52 კმ. ფართობი — 580 კმ². ფირნის ხაზი გადის 5100 მ-ზე. კვების არე მდებარეობს ჰისპარისა და რაკაპოშის მთებში. მყინვარის ენა ეშვება 3000 მ სიმაღლემდე. ჰისპარის მყინვარიდან გამოედინება ამავე სახელწოდების მდინარე.

ჰისპარი
ჰისპარის თანამგზავრული ფოტოსურათი
ჰისპარის თანამგზავრული ფოტოსურათი
კოორდინატები: 36°05′00″ ჩ. გ. 75°16′00″ ა. გ. / 36.08333° ჩ. გ. 75.26667° ა. გ. / 36.08333; 75.26667
ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
ქედი ყარაყორუმი
ფართობი 580 კმ²
სიგრძე 52 კმ
ტიპი დენდრიტულ-ხეობური
ჰისპარი — პაკისტანი
ჰისპარი

ლიტერატურარედაქტირება

  • Войтковский К.Ф. Основы гляциологии, Наука, М., 1999.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება