ჰილდა ჰაინი
ჰილდა ჰაინი (ინგლ. Hilda Cathy Heine; დ. 6 აპრილი, 1951) — მარშალის კუნძულელი პედაგოგი და პოლიტიკოსი. მარშალის კუნძულების პრეზიდენტი 2016 წლის 28 იანვრიდან 2020 წლის 6 იანვრამდე. პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე იყო განათლების მინისტრი. პირველი ადამიანი მარშალის კუნძულებზე, რომელმაც მიიღო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ქალთა უფლებების ჯგუფის დამაარსებელი. პირველი ქალი ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე[1], ასევე პირველი ქალი პრეზიდენტი მიკრონეზიის ქვეყნებში[2][3][4].
ჰილდა ჰაინი | |
![]() | |
მარშალის კუნძულების პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 იანვარი 2016 – 6 იანვარი, 2020 | |
წინამორბედი | კასტენ ნემრა |
მემკვიდრე | დავიდ კაბუა |
დაბადებული | 6 აპრილი 1951 ჯალუიტი, მარშალის კუნძულები |
ჰილდა ჰაინი სწავლობდა აშშ-ში, ერთ-ერთ კოლეჯში, სადაც 1970 წელს ორეგონის შტატის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი. 1975 წელს ჰავაის შტატის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი[5].
1975–1982 წლებში მუშაობდა მაჯუროში მარშალის კუნძულების უმაღლეს სკოლაში. 2000 წელს დააარსა ჯგუფი ქალთა უფლებებისთვის[6]. 2005 წლიდან განათლების მინისტრია. წარმოადგენს ატოლ აურს მარშალის კუნძულების საკანონმდებლო კრებაში[7] . 2016 წლის 27 იანვარს აირჩიეს პრეზიდენტად. იყო ერთადერთი კანდიდატი და 33 წევრიდან მიიღო 24 ხმა. მან შეცვალა კასტენ ნემრა, რომელიც გადააყენეს ინაუგურაციიდან ერთი კვირის თავზე უნდობლობის ვოტუმის შედეგად[8][9].
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Johnson, Giff (2016-01-28). „Hilda emerges as RMI President“. Marshall Islands Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-31. ციტირების თარიღი: 2016-01-31.
- ↑ „Hilda Heine Becomes First Women President Of The RMI“. East-West Center (Radio New Zealand International). 2016-01-27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-10. ციტირების თარიღი: 2016-01-31.
- ↑ „Hilda Heine elected Marshalls president“. Radio New Zealand International. 2016-01-28. ციტირების თარიღი: 2016-01-31.
- ↑ „First female President Hilda Hine elected in the Marshall Islands“. PACNews (Pacific Islands News Association). 2016-01-27. ციტირების თარიღი: 2016-01-31.
- ↑ Marshall Islands. Pacific Women in Politics. ციტირების თარიღი: 5 June 2015.
- ↑ „First Female President Hilda Hine Elected In The Marshall Islands“. RNZI. Papua New Guinea Today. 28 Jan 2016. ციტირების თარიღი: 31 January 2016.
- ↑ (4 April 2013) Marshall Islands Land Ownership and Agricultural Laws Handbook - Strategic Information and Basic Laws. Lulu.com, გვ. 22. ISBN 978-1-4387-5952-4.
- ↑ „Hilda Heine elected first female Pacific leader as president of Marshall Islands“. ABC News. January 27, 2016. ციტირების თარიღი: January 27, 2016.
- ↑ „Hilda Heine elected Marshalls president“. Radio New Zealand. January 27, 2016. ციტირების თარიღი: January 27, 2016.