ჰერკულესის სვეტები
(გადამისამართდა გვერდიდან ჰერაკლეს სვეტები)
ჰერკულესის სვეტები (აგრეთვე ჰერაკლეს სვეტები) — ორი ერთმანეთის მოპირდაპირე კლდე ახლანდელი გიბრალტარის ორსავე მხარეს. ბერძნებს ისინი მიაჩნდათ დასავლეთით უკიდურეს მიჯნად, რომლის იქითაც მდინარე-ოკეანე მიედინებოდა. მათი რწმენით ჰერაკლემ, რომელიც გერიონის ხარების მოსატაცებლად მიდიოდა, აფრიკის უდაბნოები გაიარა და უკიდურეს დასავლეთ საზღვარს მიაღწია. იქ ვიწრო სრუტის ორსავე მხარეს თავისი მეათე გმირობის უკვდავსაყოფად ქვის ორი უზარმაზარი სვეტი აღმართა (ორი კლდე). ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის გადმოცემით , ფინიკიელებმა ჰერკულესის სვეტების სრუტე ანუ გიბრალტარის სრუტე გაიარეს ერთ-ერთი მოგზაურობის დროს .
ლიტერატურა
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 599, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983