ჰელენ კროლერ-მიულერი

ჰელენ კროლერ-მიულერი (დ. 11 თებერვალი 1869 – გ. 14 დეკემბერი 1939) [1] — გერმანული ხელოვნების კოლექციონერი. ის იყო ერთ-ერთი პირველი ევროპელი ქალი, რომელმაც შექმნა ხელოვნების ძირითადი კოლექცია და ითვლება ერთ-ერთ პირველ კოლექციონერად, რომელმაც აღიარა ვინსენტ ვან გოგის გენიალურობა. ჰელენ მიულერმა მთელი თავისი კოლექცია საჩუქრად ნიდერლანდელ ხალხს გადასცა , მისი და მისი მეუღლის ანტონ კროლერის , დიდი ტყიანი აგარაკი. აღნიშნული მუზეუმი დღეს მოიცავს კროლერ-მიულერის მუზეუმს და სკულპტურულ ბაღსა და Hoge Veluwe ეროვნული პარკის, რომელიც უდიდესი ეროვნული პარკია ნიდერლანდებში. 

ჰელენ კროლერ-მიულერი

ჰელენ მიულერი და ანტონ კროლერი; 1888
დაბადების თარიღი 11 თებერვალი, 1869 წელი
ესენი, გერმანია
გარდაცვალების თარიღი 14 დეკემბერი 1939
ოტერლო, ნიდერლანდები
ეროვნება გერმანელი
საქმიანობა ხელოვნების კოლექციონერი და მეცენატი

ცხოვრება და კარიერა რედაქტირება

ჰელენ ემა ლორა ჯულიან მიულერში, დაიბადა ესენიში, გერმანიაში, მდიდარი მრეწველის ოჯახში. მისი მამა, ვილჰელმ მიულერი, ფლობდა Wm. H. Müller & Co-ს, ნედლეულის მიმწოდებელი სამთო და ფოლადის მრეწველობებს. [2] იგი 1888 წელს დაქორწინდა ჰოლანდიელ გემებისა და სამთო მაგნატზე და თავისუფალ მასონზე, ანტონ კროლერზე .

მიულერი 1906-1907 წლებში სწავლობდა ჰენკ ბრემერის ხელმძღვანელობით. ვინაიდან ის იმ დროისათვის ნიდერლანდების ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი იყო, ბრემერმა ურჩია ხელოვნების კოლექციის შექმნა. 1907 წელს მან თავისი კოლექცია დაიწყო პოლ გაბრიელის ნახატით მატარებელი პეიზაჟში. შემდგომში, ჰელენ კროლერ-მიულერი გახდა ხელოვნების მოყვარული კოლექციონერი და ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც აღიარა ვინსენტ ვან გოგის გენიალურობა. მან საბოლოოდ შეაგროვა ვან გოგის 90-ზე მეტი ნახატი და 185 სხვა მხატვარის ნახატი და შექმნა ხელოვნების ნამუშევრების ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია მსოფლიოში, ვან გოგის მუზეუმის შემდეგ. მიულერმა ასევე შეისყიდა ჰოლანდიელი მხატვრის, ბარტ ვან დერ ლეკის 400-ზე მეტი ნამუშევარი. [3]

 
ჟორჟ სეურა, 1889–90, Le Chahut, ზეთი ტილოზე, 171,5 x 140,5 სმ (66 7/8 x 54 3/4 დუიმი), კროლერ-მიულერის მუზეუმი, ოტერლო, ნიდერლანდები

კროლერ-მიულერმა ასევე შეაგროვა თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები, როგორებიცაა: პიკასო, ჟორჟ ბრაკი, ჟან მეტცინგერი, ალბერ გლაიზესი, ფერნანდ ლეჟე, დიეგო რივერა, ხუან გრისი, პიეტ მონდრიანი, ჯინო სევერინი, ჯოზეფ კასკი, ოგიუსტ ვალმიერი, ჟორჟ ბლამიერი, ჟორჟ ბლამიერი , ლეოპოლდ სურვაჟი და ტობინი . ბრემერმა მას ურჩია, არ ეყიდა ჟორჟ სეურატის A Sunday Afternoon on Island of La Grande Jatte, რომელიც შემდეგში აღმოჩნდა მე-20 საუკუნის ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ხატი. [4] აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიულერი შორს იდგა მშობლიური გერმანიის მხატვრებისგან, რომელთა ნამუშევრები მას "არასაკმარისად ავტორიტეტული" მიაჩნია. [3]

1910 წლის ივნისში ფლორენციაში მოგზაურობისას მას გაუჩნდა იდეა დაეარსებინა მუზეუმ-სახლი. [2] 1913 წლიდან მოყოლებული მისი კოლექციის ხილვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. 1930-იანი წლების შუა ხანებამდე მისი საგამოფენო დარბაზი ჰააგაში იყო ერთ-ერთი იშვიათი ადგილი, სადაც შეიძლება თანამედროვე ხელოვნების რამდენიმე ნამუშევრის ნახვა. [5] 1928 წელს ანტონმა და ჰელენმა შექმნეს კროლერ-მიულერის ფონდი კოლექციისა და მამულების დასაცავად. 1935 წელს მან და მისმა მეუღლემ ჰოლანდიელებს გადასცეს მთელი თავიანთი კოლექცია, დაახლოებით 12000 ექსპონანტი, იმ პირობით, რომ დიდი მუზეუმი აშენდებოდა მისი პარკის ტერიტორიაზე. [6] 1938 წელს გაიხსნა კროლერ-მიულერის მუზეუმი. . [7]

კროლერ-მიულერის მუზეუმი განლაგებულია 75 ჰექტარზე (300,000 მ 2 ) კროლერ-მიულერის ტყიან აგარაკზე და დღესდღეობით წარმოადგენს უდიდესი ეროვნული პარკი ნიდერლანდებში. [8] ომის საფრთხის გამო მათი გეგმები არასოდეს განხორციელებულა მათ სიცოცხლეში, მაგრამ როგორც კი ომი დასრულდა დიდი ტყის სკულპტურული ბაღი და ღია გამოფენა გაიხსნა, სადაც განთავსებული იყო როდენის ქანდაკებები და ვან გოგის ნახატების სიდიდით მეორე კოლექცია მსოფლიოში, მათ შორის.იყო ცნობილი ნახატი მზესუმზირები

რეკომენდებული ლიტერატურა რედაქტირება

  • კროლერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო. ნიდერლანდები: Kröller-Müller State Museum, 1973 წ.
  • როვერსი, ევა. De eeuwigheid verzameld: Helene Kröller-Müller 1869–1939. Prometheus Bv Vassalluci, Uitgeverij 2010 წ.ISBN 978-9035135512ISBN 978-9035135512

სქოლიო რედაქტირება