ჰედვიგ სოფია შვედი

ჰედვიგ სოფია შვედი (შვედ. Hedvig Sofia av Sverige, დან. Hedvig Sofia af Sverige; დ. 26 ივნისი, 1681 — გ. 22 დეკემბერი, 1708) — პფალც-ცვაიბრიუხენელთა დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე კარლ XI-ისა და დედოფალ ულრიკა ელეონორა დანიელის ქალიშვილი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ IV-ის მეუღლე. რუსეთის იმპერატორ პეტრე III-ის ბებია.

ჰედვიგ სოფია შვედი
წოდებები
ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია
დაიბადა 26 ივნისი, 1681
სტოკჰოლმი, შვედეთი
გარდაიცვალა 22 დეკემბერი, 1708, (27 წლის)
სტოკჰოლმი, შვედეთი
საგვარეულო პფალც-ცვაიბრიუხენელები
მეუღლე(ები) ფრედერიკ IV, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი კარლ ფრედერიკი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
მამა კარლ XI, შვედეთის მეფე
დედა ულრიკა ელეონორა დანიელი
რელიგია ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰედვიგ სოფია დაიბადა 1681 წლის 26 ივნისს სტოკჰოლმში. იგი იყო შვედეთის მეფე კარლ XI-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ულრიკა ელეონორა დანიელის უფროსი ქალიშვილი. 1698 წლის 12 ივნისს, 17 წლის ჰედვიგ სოფია ცოლად ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ IV-ს შერთეს. ეს ქორწინება პოლიტიკური კავშირის შესაქმნელად იყო დანიის წინააღმდეგ.

1698 წლის აგვისტოში იგი ქმრის სამშობლოში გაემგზავრა, თუმცა მომდევნო ზაფხულში იგი ქმართან ერთად დაბრუნდა შვედეთში. ფრედერიკი მონაწილეობდა ჰედვიგის ძმის, შვედეთის მეფე კარლ XII-ის პოლონეთის სამხედრო კამპანიებში. 1700 წელს, ჰედვიგ სოფიამ მათი პირველი და უკანასკნელი შვილი დაიბადა, რომელსაც ბიძისა და მამის პატივსაცემად კარლ ფრედერიკი დაარქვეს. 1702 წელს, ფრედერიკ IV კლიშოვოს ბრძოლაში მოკლეს პოლონელებმა. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი მათი მცირეწლოვანი ვაჟი კარლ ფრედერიკი გახდა, რომლის ნაცვლადაც ჰედვიგ სოფია მართავდა, როგორც მეურვე.

დაქვრივებიდან ექვს წელიწადში, 1708 წლის 11 დეკემბერს, 27 წლის ჰედვიგ სოფია სტოკჰოლმში გარდაიცვალა. მის მცირეწლოვან ვაჟს ამ დროს ჯერ კიდევ ესაჭიროებოდა მეურვე. თავდაპირველად ამის კანდიდატად კარლ XII განიხილებოდა, მაგრამ შემდეგ შეიქმნა საშიშროება, რომ იგი საჰერცოგოს მოიერთებდა, ამიტომაც კარლ ფრედერიკის მეურვე ჰედვიგ სოფიას უმცროსი და, ულრიკა ელეონორა გახდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Lundh-Eriksson, Nanna: Den glömda drottningen. Karl XII:s syster. Ulrika Eleonora D.Y. och hennes tid. Affärstryckeriet, Norrtälje. (1976).
  • Norrhem, Svante (2007). Kvinnor vid maktens sida : 1632-1772. Lund: Nordic Academic Press. Libris 10428618. ISBN 9789189116917
  • Nanna Lundh-Eriksson (1947). Hedvig Eleonora. Stockholm: Wahlström & Widstrand. ISBN