ჰაჯი ზეინალაბდინ შირვანი

ჰაჯი ზეინალაბდინ ახუნდ ისკანდერ ოღლი შირვანი (აზერ. Hacı Zeynalabdin ibn Axund İskəndər Şirvani ლიტერატურული ფსევდონიმი ტამკინი, ზედმეტსახელი ტარიკათში მასტალი შაჰი; 16 აგვისტო 1780, შემახა1837 ან 1838, წითელი ზღვა, გემზე, დასაფლავებულია საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში) — აზერბაიჯანელი მეცნიერი, მოგზაური, გეოგრაფი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე და პოეტი. ძმა ჰაჯი მუჰამედ ალი შირვანი.[1]

ჰაჯი ზეინალაბდინ შირვანი
აზერ. Hacı Zeynalabdin Şirvani
დაბადების სახელი 16 აგვისტო 1780
დაბადების თარიღი შემახა
გაუჩინარდა 1838
წითელი ზღვა
პროფესია გეოგრაფი, მოგზაური, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი

ჰაჯი ზეინალაბდინ ახუნდ ისკანდერ ოღლი შირვანი დაიბადა 1780 წლის 16 აგვისტოს ქალაქ შემახაში. 1785 წელს მისი ოჯახი გადასახლდა ქალაქ ქარბალაში,[1] სადაც მამამისი ახუნდ ისკანდერი ასწავლიდა მედრესეში. იმავე მედრესეში მიიღო განათლება შირვანიმაც.[1] მედრესეს დამთავრების შემდეგ 1796 წელს, იგი გაემგზავრა ბაღდადში განათლების დასამთავრებლად. რამდენიმე წელიწადში შირვანი იწყებს მოგზაურობას. იმოგაურა მცირე აზიაში, ირანის ტერიტორიაზე, შუა აზიის, არაბეთისა და ჩრდილო აფრიკის უდაბნოებში, სუდანის სავანებში, ინდოეთის ტროპიკულ ტყეებში, ინდოეთის ოკეანის კუნძულებზე, მან გადალახა ჰინდუქუშის, ზაგროსის, სულეიმანის მთები, პამირი, აფრიკისა და აზიის სხვადასხვა რეგიონი.

ჰაჯი ზეინალაბდინ შირვანის ხელნაწერები და ნაწარმოებები ინახება ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში, პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ეგვიპტეში, სანქტ-პეტერბურგის ბიბლიოთეკაში, საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Һаҹы Зејналабдин Ширвани. Под ред. Дж. Кулиева. Азербайджанская советская энциклопедия. Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии. 1987