ჰაჯი დიმიტრი ბულგ. Хаджи Димитър (ნამდვილი სახელი და გვარი დიმიტრ ნიკოლოვ ასენოვი ბულგ. Димитър Николов Асенов) (დ. 10 მაისი, 1840, სლივენი — გ. 18 ივლისი, 1868, ბუზლუჯის მახლობლად) —ოსმალეთის ბატონობის წინააღმდეგ ბულგარელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილე. 1867 ბულგარეთის ლეგიაში (სამხედრო შენაერთი) შევიდა. 1868 ს. კარაჯასთან ერთად სათავეში ჩაუდგა პარტიზანულ რაზმს რუმინეთში, რომელიც შეიქმნა ბულგარეთის რევოლუციის ემიგრანტთა სახსრებით. 6 ივლისს ჰაჯი დიმიტრის რაზმმა გადალახა დუნაი, ოსმალეთის ჯართან რამდენიმე შეტაკების შემდეგ რაზმი გაანადგურეს. ჰაჯი დიმიტრი ბრძოლაში დაიღუპა.

ლიტერატურა

რედაქტირება