ტომას ჰენრი ჰაქსლი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰაქსლი, ტომას ჰენრი)

ტომას ჰენრი ჰაქსლი (ინგლ. Thomas Henry Huxley; დ. 4 მაისი, 1825, ილინგი, ლონდონის მახლობლად — გ. 29 ივნისი, 1895, ისტბორნი, სასექსი) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი, ჩარლზ დარვინის მეგობარი და მისი მოძღვრების პოპულარიზატორი.

ჰაქსლი, ტომას ჰენრი

1846–1850 წლებში მონაწილეობდა ექსპედიციაში ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ახალ გვინეაზე; 1854-1895 წლებში იყო სამეფო სამთო სკოლის პროფესორი. 1871–1880 წლებში ლონდონის სამეფო საზოგადოების მდივანი. 1883–1885 წლებში — პრეზიდენტი. მისი გამოკვლევები ეხება პალეონტოლოგიის, ანთროპოლოგიის, ევოლუციური თეორიის, ზოოლოგიისა და შედარებითი ანატომიის საკითხებს. დაამტკიცა ნათესაური კავშირი მედუზებსა და პოლიპებს შორის (1849), განავითარა და დაამტკიცა დებულება ხერხემლიანი ცხოველების ქალას ერთიანი აგებულების შესახებ, დაამტკიცა ფრინველების წარმოშობა ქვეწარმვლებისაგან. ჰაქსლი ავითარებდა არასწორ შეხედულებას იმის შესახებ, რომ ორგანული სამყაროს ჯგუფების უმეტესობა არ განიცდის პროგრესს, მაგრამ ჩარლზ დარვინის წიგნის („სახეობათა წარმოშობა“, 1859) გამოსვლის შემდეგ, დამაჯერებლად ასაბუთებდა, რომ ადამიანი ცხოველური წარმოშობისაა. იგი მტკიცედ იცავდა დარვინიზმს კლერიკალების თავდასხმებისაგან.

ლიტერატურა რედაქტირება