ჰაფსიდები — ბერბერული წარმოშობის დინასტია, რომელიც განაგებდა ტუნისს 1229-1574 წლებში; სახელწოდება მიიღო შეიხ აბე ჰაფსის სახელიდან, რომელიც ალმოჰადების მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. იფრიკიის ალმოჰადმა ნაცვალმა აბუ ზაქარიამ (განაგებდა 1229-1249), რომელიც აბუ ჰაფსის შვილიშვილი იყო, დააარსა ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჰაფსიდების ძლიერების პერიოდი ემთხვევა ალ-მუსთანსირის (1249-1277), ასევე აბუ ფარისის (1394-1434) და უსმანის (1435-1488) გამგებლობას. 1574 წელს ტუნისი თურქებმა მიიტაცეს და ჰაფსიდების დინასტია დაამხეს.

ჰაფსიდების სამეფო 1400 წელს

ლიტერატურა

რედაქტირება