ჰარის მოუბრეი (/hæ.ɹɪs moʊbreɪ/; დ. 1999) — ამერიკელი ლინგვისტი, პროგრამისტი, კომპიუტერული ლინგვისტი. ცნობილია სხვადასხვაენოვანი ბრაილის შრიფტების ელექტრონული ვერსიების შექმნით, მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორისაა გაგაუზური და [1] სორბული.[2][3][4] ჰარისი ფართოდ გამოჩნდა პოლონურ პრესაში, მას შემდეგ რაც წამოაყენა წინადადება კაშუბიურ ენაზე ელექტრონული ბრაილის შრიფტის შექმნის შესახებ.[5][6][7][8] წამოყენებულმა წინადადებებმა აგრეთვე შედეგს მიაღწია ლივორნულ და ფულანის ენებზე.[9] მოუბრეიმ აგრეთვე შექმნა ჟესტების ენა ფულანურად (ადლემის დამწერლობის საფუძველზე).[9] 2022 წელს შექმნა ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთისა და ააიპ „მარიანის“ თანამშრომლობის ფარგლებში.[10][11]

ჰარის მოუბრეი
დაბადების თარიღი 3 ოქტომბერი, 1999 (1999-10-03) (24 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება ამერიკული უნივერსიტეტი
საქმიანობა კომპიუტერული ლინგვისტი
საიტი harrismowbray.com

სქოლიო რედაქტირება