მთავარი მენიუს გახსნა

ალ-ჰარირი აბუ მუჰამედ ალ-კასიმ იბნ ალი (დ. 1054, მაშანა, ბასრის მახლობლად — გ. 10 სექტემბერი, 1122, ბასრა) — არაბი მწერალი. ცნობილია აგრეთვე ალ-ბასრის სახელით. ეკუთვნის ლექსების დივანი, ეპისტოლეების (რასაილი) კრებული. განსაკუთრებული სახელი მოუხვეჭა მაკამათმა (თაღლითური ნოველების ციკლი). ალ-ჰარირის მაკამები (მაკამათი) მთლიანი ნაწარმოებია, რომელსაც ქმნის 50 ცალკეული მაკამა და აერთიანებს 2 მოქმედი პირი. თითოეული მაკამა ასახავს გმირის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს, რომლის მოქმედების ადგილია იმდროინდელი აღმოსავლეთის სხვადასხვა ცენტრი, მ. შ. ერთ-ერთია თბილისი (33-ე „თბილისური მაკამა“). მაკამათი დაწერილია გარითმული პროზით (საჯი), შიგ ჩართულია ლექსები, უამრავი ფიგურა, ლიტერატურული ქარაგმა, ციტატები და სხვა. „ბარკაიდულ მაკამაში“ აკადემიკოსი გ. წერეთელმა მიაკვლია ლექსს, რომელიც დაწერილია არაბული პოეზიისათვის უჩვეულო საზომით და ქართული ჩახრუხაულის იდენტურია. ალ-ჰარირის მაკამები მიაჩნდათ „არაბული ენის უმთავრეს საუნჯედ ყურანის შემდეგ“. მის დახვეწილ მაკამებს არაბები შედევრად თვლიან ამ ჟანრში, რომელმაც XIX საუკუნამდე იარსება და თანამედროვე არაბული ნოველის ერთ-ერთ საფუძვლად იქცა.

ჰარირი
Al-Wasiti-Discussion near a village.jpg
დაბ. თარიღი 1054[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ბასრა
გარდ. თარიღი 10 სექტემბერი 1122[1]
გარდ. ადგილი ბასრა
საქმიანობა პოეტი და მწერალი
ენა არაბული ენა[1]

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Encyclopædia Britannica
  3. Nationalencyklopedin — 1999.
  4. Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica Inc..
  5. LIBRIS
  6. Faceted Application of Subject Terminology
  7. National Library of Australia — 1960.