ჰადერსლევი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰარდესლევი)

ჰადერსლევი (დან. Haderslev) — ქალაქი დანიაში, სამხრეთ დანიის რეგიონში. 2012 წლის მონაცემებით მოსახლეობა 21 396 ადამიანს შეადგენს.[1] წარმოადგენს ჰადერსლევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრსა და მთავარ ქალაქს.

ქალაქი
ჰადერსლევი
დან. Haderslev

ჰარდესლევის კათედრალი
გერბი

ქვეყანა დანიის დროშა დანია
რეგიონი სამხრეთ დანიის რეგიონი
მუნიციპალიტეტი ჰადერსლევი
კოორდინატები 55°15′00″ ჩ. გ. 9°30′00″ ა. გ. / 55.25000° ჩ. გ. 9.50000° ა. გ. / 55.25000; 9.50000
დაარსდა 1050
პირველი ხსენება 1228
ამჟამინდელი სტატუსი 1292
ცენტრის სიმაღლე 10 მეტრი
მოსახლეობა 21 396 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 888 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი + 45
საფოსტო ინდექსი 6100
ოფიციალური საიტი haderslev.dk
ჰადერსლევი — დანია
ჰადერსლევი

ჰადერსლევი გაშენებულია ხეობაში, ბალტიის ზღვის ჰადერსლევის ფიორდის სანაპიროსთან. იგი სავარაუდოდ ვიკინგებმა დააარსეს, ერთი საუკუნით ადრე, სანამ 1292 წელს სამეფო ქალაქის სტატუსს მიიღებდა. ამის შემდეგ იგი სამხრეთ იუტლანდიის მთავარი სავაჭრო ცენტრი გახდა. 1327 წელს პირველად იხსენიება ჰადერსლევჰუსის სამეფო სასახლე. იგი კათედრალის აღმოსავლეთით მდებარეობდა. მომდევნო საუკუნეებში ქალაქი აყვავდა, აშენდა გოტიკური კათედრალი და მეორე, ჰანსბორგის ციხესიმაგრე (დაიწვა 1644 წელს), რომელიც კრონბორგის მსგავსი იყო. კოპენჰაგენში გავრცელებული შავი ჭირის გამო, მეფე კრისტიან IV-მ აქ იქორწინა. XVI საუკუნეში, ჰადერსლევი ერთ-ერთი პირველი სკანდინავიური ქალაქი გახდა, სადაც პროტესტანტულმა რეფორმაციამ შეაღწია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. BEF44: Population 1st January, by urban areas database from Statistics Denmark