ჰანს ჰოპი
ჰანს ჰოპი (გერმ. Hanns Hopp; დ. 9 თებერვალი, 1890, ლიუბეკი — გ. 21 თებერვალი, 1971, ბერლინი) — გერმანელი არქიტექტორი.
სწავლობდა უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში კარლსრუესა და მიუნხენში (თ. ფიშერთან). 1952 წლიდან გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არქიტექტორთა კავშირის პრეზიდენტი (1957 წლიდან საპატიო პრეზიდენტი). ჰოპის 1950-იანი წლების ნამუშევრებში კონსტრუქცივიზმის ტრადიციები შეხამებულია კლასიკურ არქიტექტურულ ფორმებთან: ტუბერკულიოზიანთა სანატორიუმი ბად-ბერკში (თიურინგია, 1951–1953), კარლ-მარქს-ალეს განაშენიანება ბერლინში (თანაავტორებთან ერთად). გდრ-ის ეროვნული პრემია (1952).
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 688.