მიხაელ ჰანეკე

(გადამისამართდა გვერდიდან ჰანეკე, მიხაელ)

მიხაელ ჰანეკე (გერმ. Michael Haneke დ. 23 მარტი, 1942, მიუნხენი, ბავარია, გერმანია) — სკანდალური ავსტრიელი კინორეჟისორი და მწერალი, განთქმული მისი სიტყვაძუნწი, თუმცა შემძრწუნველი სტილით. მისი ფილმები ხშირად ასახავს თანამედროვე საზოგადოების პრობლემებსა და ნაკლოვანებებს. ჰანეკეს უმუშავია როგორც ტელევიზიაში, ასევე თეატრსა და კინოში. მის ნამუშევრებში წამოწეულია მწვავე სოციალური საკითხები.

მიხაელ ჰანეკე
დაბადების თარიღი 23 მარტი, 1942
მიუნხენი, გერმანია
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1974-დღემდე
სეზარი

საუკეთესო რეჟისორი
2012 — სიყვარული
საუკეთესო სცენარი

2012 — სიყვარული
სხვა ჯილდოები

ოქროს პალმის რტო
2009 — თეთრი ბაფთა
2012 — სიყვარული
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი

2005 — დაფარული

ბიოგრაფია

რედაქტირება

მსახიობისა და რეჟისორის ფრიც ჰანეკესა და კინომსახიობი ბეატრის ფონ დეგენშილდის ვაჟი - ჰანეკე ქალაქ ვინერ-ნოიშტადტში გაიზარდა. სწავლობდა ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიას ვენის უნივერსიტეტში მსახიობობასა და მუსიკაში თავდაპირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. სწავლის დასრულების შემდეგ ფილმის კრიტიკოსი ხდება და 1967-1970 წლებში მუშაობს ედიტორად და დრამატურგად სამხრეთ გერმანიის სატელევიზიო სადგურ ზიუდვესტფუნკში. როგორც დრამატურგი, მას ეკუთვნის შტრინდბერგის, გოეთეს, ბრიუკნერისა და ჰაინრიხ ფონ კლაისტის სცენოგრაფია გერმანულად ბერლინში, მიიუნხენსა და ვენაში. მისი, როგორც სატელევიზიო რეჟისორის დებიუტი 1973 წელს მოხდა.

მისი კინო-დებიუტი შედგა 1989 წელს ფილმით „მეშვიდე კონტინენტი“, სადაც ის იკვლევს საძირკველს იმ ძალადობობრივი და უხეში სტილისა, რომელიც შემდგომ წლებში განვითარდა. სამი წლის შემდეეგ სკანდალური მცირემეტრაჟიანი ფილმით „ბენი“ ჰანეკე პრესაში ატეხილი ალიაქოთის მიზეზი ხვდება. თუმცა ჰანეკეს უდიდესი წარმატება მისმა 2001 წლის ფილმმა „პიანინოს მასწავლებელი“ მოუტანა. ამ ფილმმა კანის ფესტივალის პრესტიჟული ჯილდო „გრან-პრი“ დაიმსახურა. საუკეთესო მსახიობი მამაკაცისა და ქალის ჯილდოები ასევე ერგოთ ბენუა მაგიმელსა და იზაბელ იუპერს. მას ასევე ორჯერ მოუწია მუშაობა ჟულიეტ ბინოშთან, მათ შორის მის 2005 წლის ფილმში „დაფარული“.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება