ჰანა ჯაფი (ინგლ. Hanna Jaff; დ. 4 ნოემბერი 1986,სან-დიეგო, კალიფორნია, აშშ) — მექსიკურ-ქურთული წარმოშობის სატელევიზიო პერსონა, პოლიტიკოსი, ფილანთროპი, ლექტორი, ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტი, წიგნების ავტორი[1][2].

ჰანა ჯაფი
ინგლ. Hanna Jaff
Hanna Jaffa.jpg
დაბ. თარიღი 4 ნოემბერი 1986(1986-11-04) (33 წლის)
დაბ. ადგილი სან-დიეგო
მოქალაქეობა Flag of Mexico.svg მექსიკა
განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტი
hannajaff.com/en/

ბიოგრაფიარედაქტირება

ჰანა ჯაფი დაიბადა 1986 წლის 4 ნოემბერს სან-დიეგოში, თუმცა თავისი ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა ქალაქ ტიხუანაში, მექსიკაში, დედის სამშობლოში.

ჯაფი არის მამის გვარი, რომელიც ქურთული წარმოშობისაა, მისი გვარის წარმომადგენლები 1114 წლიდან მონაწილეობენ ქურთების პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჰანას მამა დაკავებულია მშენებლობის ბიზნესით და იყო ერაყის ჩრდილოეთის ბანკის მმართველი ორგანოს წევრი. ჰანას პაპა დაუდ ჯაფი ქურთისტანში ჯაფის გვარის წინამძღოლი იყო. ჯაფის გვარი არის ლედი ადელის, ოსმან ფაშა ჯაფისა და მაჰმუდ ფაშა ჯაფის პირდაპირი შთამომავლები. შერვანის ციხესიმაგრე კი მათი საგვარეულო ციხესიმაგრეა.

დედამისის დედის გვარია ბოსდეტი, ხოლო დედამისის მამისეული გვარია გონსალესი. ბოსდეტი ინგლისური წარმოშობის გვარია, საიდანაც ემიგრაციაში წავიდნენ ჯერ კანადაში, ხოლო შემდეგ მექსიკაში. გონსალესები წარმოშობით ესპანეთიდან არიან, რომლებიც 1800-იან წლებში გადასახლდნენ მექსიკაში.

ჯაფმა მაგისტრის ხარისხი მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში, ხოლო ფსიქოლოგის ბაკალავრის ხარისხი მიიღო კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი ასევე სწავლობდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში და მონტერეის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, შემდეგ კი სორბონის უნივერსიტეტში, პარიზში. 2014 წლის მარტში მექსიკაში მას მიანიჭეს საპატიო დოქტორის წოდება თავისი ჰუმანიტარული მოღვაწეობისათვის[3][4].

2013 წლიდან მოყოლებული ჯაფი შემდეგ თანამდებობებზეა: საზოგადოებასთან ურთიერთობის მინისტრის მოადგილე, იმიგრაციის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივნის თანამდებობა სოციალურ საკითხებში, ასევე ეკავა გენერალური სახელმწიფო მდივნის თანამდებობა მექსიკის ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში. იგი იყო ფედერალური კონგრესმენი მექსიკის მწვანეთა ეკოლოგიური პარტიიდან, ასევე მექსიკის შტატ მორელოსის ელჩი ტურიზმის საკითხებში[5].

ჰანა ჯაფი არის ემიგრანტებისა და ლტოლვილების მხარდაჭერის აქტივისტი, იგი ზოგჯერ მოხალისედ მუშაობს ერაყის ბანაკებში ლტოლვილებთან, სადაც დაკავებულია ინგლისური ენის სწავლებით. 2012 წელს მექსიკაში პირველი ქურთული ფესტივალი გამართა, რომელსაც სამი დღის განმავლობაში 80 000 ადამიანი ეწვია[6][7][8]. ჯაფი საერთაშორისო კონფერენციებზე გამოდის ადამიანის უფლებების საკითხით, იმიგრანტებისა და ლტოლვილების საკითხებით, განათლებისა და მშვიდობის საკითხებით. მისი მთავარი მიზანია ამ სფეროებში ხალხის ინფორმირებულობის ამაღლება და მათი მოტივაციის გაზრდა.

ჯაფი თავისი მოხსენებებით წარსდგა 80 უნივერსიტეტში, სკოლაში და მსოფლიოს განსხვავებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. იგი არის საგანმანათლებლო ფონდის დამაარსებელი, რომელიც 2013 წლის 4 ივნისს დააარსა და არის არაკომერციული ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციამ მსოფლიოს მასშტაბით გამართა 200 საქველმოქმედო ღონისძიება. დღეს ფონდს ფილიალები აქვს მექსიკის 18 შტატში და დასაქმებულია 7000-ზე მეტი მოხალისე[9].

ჯილდოებირედაქტირება

2014 წლიდან მას შეარქვეს „ქურთისტანის საპატიო წარმომადგენელი ლათინურ ამერიკაში“. მიიღო ექვსი ჯილდო ქურთისტანის შტატ გარმიანის მთავრობისაგან საქველმოქმედო საქმიანობისათვის. ქალთა ეროვნულმა პალატამ „წლის ქალის“ ტიტული მიანიჭა; ბახშიშის ჰუმანიტარული ხელოვნების ორგანიზაციის ჯილდო საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის; ჟურნალმა Info Baja დაასახელა 10 ყველაზე გავლენიან ქალს შორის ქვემო კალიფორნიაში; მექსიკურმა გაზეთმა Reforma დაასახელა 15 გამოჩენილ პოლიტიკოსს შორის; გადაეცა ბენიტო ხუარესის მედალი; ჟურნალმა Lideres Emergentes-მა დაასახელა 10 ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს შორის მექსიკაში. ჟურნალმა Nivel Uno დაასახელა იმ ხუთ ქალს შორის, რომელმაც შეცვალა მექსიკა; არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მშვიდობის ელჩი[10][11][12].

სქოლიორედაქტირება

  1. HANNA JAFF, ÉXITO ES EDUCACIÓN. Mundo Ejecutivo. ციტირების თარიღი: 6 november 2018.
  2. Netflix to Debut First Mexican Reality Series en. ციტირების თარიღი: 6 November 2018.
  3. Hanna Jaff: Una Mujer Multicultural“, Revista Universidad Kino. ციტირების თარიღი: 6 november 2018. (es) დაარქივებულია ორიგინალიდან - 2014-04-29. 
  4. El Mundial de Artes Marciales, Aqui“, Excelencia Deportiva: Pit Lane. ციტირების თარიღი: 5 november 2018. (es) 
  5. Inauguran Sabor Es Morelos 2013 con cena a familia es (2013-10-18). ციტირების თარიღი: 6 november 2018.
  6. Kurdish woman plans to run for seat in Mexican Congress en (2017-04-03). ციტირების თარიღი: 6 november 2018.
  7. Dr. Hanna Jaff Bosdet receives honorary doctorate degree from Mexican Congress en (2014-08-11). ციტირების თარიღი: 6 november 2018.
  8. Homa, Ava. (2013-12-31) Kurdish Engineer Trains Successful Dance Group en. ციტირების თარიღი: 6 november 2018.
  9. La educación, clave del éxito: Hanna Jaff Bosdet“, 2016-10-13. ციტირების თარიღი: 6 november 2018. (es) 
  10. Hanna Jaff Bosdet es. Lideres (2016-10-13). ციტირების თარიღი: 6 november 2018.
  11. Hanna Jaff: Cuando la discriminación se convierte en filantropía es. San Diego Union Tribune (2018-09-20). ციტირების თარიღი: 6 november 2018.
  12. How Netflix’s ‘Made In Mexico’ Star Hanna Jaff Bosdet Is Helping Refugees Around The World en. Lioness magazine (2018-08-27). ციტირების თარიღი: 6 november 2018.