ჰალითერსე (ძვ. ბერძნ. Halitherses) — ფრინველთა ფრენის მენცარი, მასტორ ითაკელის ძე, მოხუცი, გამოცდილი მისანი, ტელემაქეს დამხმარე სასიძოებთან ბრძოლაში. არწივთა ფრენის მიხედვით აფრთხილებდა სასიძოებს, რომ ოდისევსი ახლო იყო და სასახლე დაეტოვათ. ხალხს უყვარდა. მომავალი წარსულივით იცოდა. ამბოხებულ ითაკელებს დამშვიდებისკენ მოუწოდა, რადგან იცოდა, რომ ისინი თავს უბედურებას დაიტეხდნენ. დახოცილი სასიძოების მემკვიდრეებმა არ დაუჯერეს და დამარცხდნენ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 576, თბ., 1983