ჰაბის ბრძოლა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
თარიღი 14 აგვისტო, 1119
მდებარეობა ბარჯ ჰაბი (დღევანდელი არიჰა, სირია)
შედეგი ჯვაროსნების გამარჯვება[1]
მხარეები
იერუსალიმის სამეფოს დროშა იერუსალიმის სამეფო
ანტიოქიის სამთავრო
ტრიპოლის საგრაფო
ალეპოს ართუქიდები
მეთაურები
იერუსალიმის სამეფოს დროშა ბალდუინ II იერუსალიმელი
რობერ ფულკუა
პონს ტრიპოლელი
ილღაზი
ძალები
700 კავალერისტი და რამდენიმე ასეული ქვეითი[2] უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია
ჰაბის ბრძოლა ვიკისაწყობში

ჰაბის ბრძოლა (არაბ. معركة هاب) — ბრძოლა ბალდუინ II-ისა და ილღაზის არმიებს შორის. ამ ბრძოლის შედეგი საკამათო იყო, რადგან ორივე მხარე თავს გამარჯვებულად თვლიდა.[3] ბრძოლამ ანტიოქიის სამთავროში სიტუაცია დაასტაბილა, რომელიც არეული იყო რამდენიმე კვირით ადრე განცდილი გამანადგურებელი მარცხით. ბალდუინმა შეძლო ყველა ციხესიმაგრის დაბრუნება, რომელიც ილღაზმა დაიპყრო და მისი განდევნა სამთავროდან.

წინარე მოვლენები რედაქტირება

1119 წლის 28 ივნისს ილღაზმა, თურქულ-სირიულ არმიასთან ერთად, ანტიოქიის სამთავროს ჯარები (როჯერ სალერნოელის მეთაურობით) დაამარცხა სარმადის ბრძოლაში. ამ დიდი გამარჯვების შემდეგ, მუსულმანთა ლიდერის არმიამ ლათინურ სამთავროში დაიპყრო რამდენიმე ციხესიმაგრე, მაგრამ უფრო მეტის მიღწევა შეეძლო. „ილღაზის დამარცხება (ჰაბის ბრძოლაში) გამომდინარეობდა მისი დიდი გამარჯვებიდან ... არ იყო მხოლოდ მისი მოქმედების და ლოთობის შედეგი, არამედ მისი არმიის გაფანტულობისა, რომელიც ნადავლს ეძებდა.“[4]

როგორც კი მეფე ბალდუინმა ანტიოქელთა დამარცხების ამბავი გაიგო, მაშინვე გაემართა იერუსალიმის სამეფოდან ჯარით მათ დასახმარებლად. გზაში მან ტრიპოლის გრაფისპონსის მეთაურობით კონტიგენტი მაიშველია. ბალდუინმა შეკრიბა ანტიოქიის არმიის ნარჩენები და საკუთარ არმიას შეუერთა. ამის შემდეგ დაიძრა ზარდანისკენ, 65 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით ანტიოქიიდან. ეს ქალაქი ილღაზის მიერ ალყაში იყო მოქცეული. როდესაც ბალდუინი თელ დანითთან დაბანაკდა, გაირკვა, რომ ზარდანა დაეცა. შესაბამისად ჯვაროსნები მოემზადნენ უკან დასახებად ციხესიმაგრე ჰაბისკეს, რომელის ზარდანიდან დაახლოებით 25 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა.

ბრძოლა რედაქტირება

14 აგვისტოს, დილით, ბალდუინმა სიფრთხილით მოაწყო ფრანკული ძალები უკან დახევისთვის ღია ადგილის გავლით. ამ გზაზე მოწინავედ მიდიოდა 700 რაინდის 3 ესკადრონი. მათ უკან მიდიოდა რამდენიმე ასეული ქვეითი, არბალეტისტთა შემადგენლობა და შუბოსნები. გრაფი პონსი თავისი ტრიპოლელი რაინდებით იცავდა მარჯვენა ფლანგს. ანტიოქელთა კორპუსი, რობერ ფულკოის მეთაურობით მარცხენა ფლანგს იცავდა. დანარჩენი ანტიოქელთა ძალა — უკანა ნაწილს. მეფე მეთაურობდა შეჯავშნულ იერუსალიმელ რაინდების რეზერვს, მაგრამ ნათელი არ არის თუ რა ნაწილს მარშირებდა.[5]

ართუქიდები იმედოვნებდნენ, რომ ფრანგულ არმიას ნაადრევად გამოიწვევდნენ შეტევაზე ან შეძლებდნენ მათი ქვეითთა წყობის დარღვევას. ხელსაყრელ მომენტში ილღაზმა ბრძოლაში ჩართო თავისი შუბოსანი და ხმლოსანი არმიის ნაწილები.[6]

როგორც მოსალოდნელი იყო, ილღაზის ცხენოსანი მშვილდოსნები შეტევაზე გადავიდნენ ჯვაროსანთა წყობის წინააღმდეგ განთიადისას. მათი შეტევები თანდათან გაძლიერდა და დღის პირველ ნახევარში ჩანდა, რომ ფრანკები მარცხდებოდნენ. სამი ავანგარდული ესკადრონი გაიფანტა და ლათინური არმიის მთავარი ნაწილი სერიოზული თავდასხმის ქვეშ მოექცა. ქვეითი ჯარი მას მტკიცედ იცავდა, მაგრამ კავალერიის სრულფასოვანი დახმარების გარეშე დიდ დანაკარგებს განიცდიდა.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  იხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები
  1. Mombert, J. I.. A Short History of the Crusades, გვ. 88. 
  2. Colish, Marcia L.. The Mirror of Language: A Study in the Medieval Theory of Knowledge, გვ. 409. 
  3. Mombert, J. I.. A Short History of the Crusades, გვ. 87. 
  4. Smail 1956, p. 74.
  5. Beeler 1971, p. 146.
  6. Smail 1956, p. 83.