ჯუჯა ცისფერი ცხვარი

ჯუჯა ცისფერი ცხვარი ან ჯუჯა ბჰარალი (ლათ. Pseudois schaeferi) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახის ცისფერი ცხვრების გვარისა. გავრცელებულია შიდა ჩინეთსა და ტიბეტში. იგი დიდხანს განიხილებოდა, როგორც კუკუ-იამანის ქვესახეობა.

ჯუჯა ცისფერი ცხვარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pseudois schaeferi
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 18535

ჯუჯა ცისფერი ცხვარი პირველ რიგში ზომით განსხვავდება ბჰარალისგან, ზრდასრული მამრი იწონის 35 კგ-მდე (კუკუ-იამანის ნახევარს). ამ სახეობებში სქესობრივი დიმორფიზმი ნაკლებად შესამჩნევია, ორივე სახეობის მდედრი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მისი ბეწვი არის რუხი ნაცრისფერი, ვერცხლისფერი ბზინვარებით, ბჰარალთან შედარებით მუქია. მამრების რქები პატარა, თხელი და უფრო მომრგვალებულია.

2000 წლისთვის შემორჩენილი იყო ჯუჯა ცისფერი ცხვრის 200 ინდივიდი. ამგვარი შემცირების მიზეზი ნადირობა და შეზღუდულ საძოვრებზე ადამიანების და შინაური ცხოველების გამოჩენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ 1995 წელს ჟუბალონგის გარშემო შეიქმნა 142.4 კვადრატული კილომეტრიანი რეზერვი, მაგრამ ადამიანის საქმიანობა გრძელდება.

ის ძირითადად კლდოვან ფერდობებზე ცხოვრობს, ზოგადად ძალიან მაღალი სიმაღლეებზე, როგორიცაა ზღვის დონიდან 8500 და 9500 ფუტი. ჯუჯა ცისფერი ცხვარი ცხოვრობს მშრალ ადგილებში, მთათა ხეობებში. დილით მიდიან საბალახოდ, ხოლო დღის ბოლოს ბრუნდებიან შინ. ჩვეულებრივ, ისინი ცხოვრობენ დაახლოებით, ექვსინდივიდიან ჯგუფებად, თუმცა წარსულში, როდესაც ისინი უფრო მრავალრიცხოვნები იყვნენ, 10–30-ინდივიდიან ჯგუფებად ცხოვრობდნენ. სქესობრივ სიმწიფეს 1–2 წლის ასაკში აღწევენ, მაგრამ ჩვეულებრივ, მამრები 7 წლის ასაკამდე არ წყვილდებიან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება