ჯუმბერ იზორია (დ. 22 მარტი, 1966, ჩხოროწყუ)[1]ქართველი პოლიტიკოსი.

ჯუმბერ იზორია
დაბადების თარიღი 22 მარტი, 1966 (1966-03-22) (58 წლის)
დაბადების ადგილი ჩხოროწყუ, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება

1997 წელს დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის წარმოების პროცესთა მექანიზაციის სპეციალობით. 1984-1986 იყო სამხედრო სამსახურში. 1987 - 1991 წლებში — შინაგან საქმეთა სამინისტროში რიგითი პოლიციელი. 1991-1994 წლებში დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილედ, შემდეგ ქვეგანყოფილების უფროსი (1994 - 2003). 2003 - 2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგ. ლეგიონის მე-3 სამმართველოს უფროსად. 2005 - 2006 წლებში შსს სამეგრელო-ზემოსვანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2007 - 2012 წლებში იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის უფროსი, ხოლო 2012 - 2019 წლებში ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უფროსი. 2019-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცი: ჯუმბერ იზორია. declaration.gov.ge (23 იანვარი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25.01.2022. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2020.