ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატი
ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატი — ტვიფრული მინანქრით ტექნიკით შესრულებული ოქროს ხატი (0,59x0,41) ჯუმათის მონასტრიდან. ამჟამად ხატი დაკარგულია. ხატზე მოხსენიებული არიან XVII საუკუნის ისტორიული პირები: მამია გიორგის ძე გურიელი და მისი მეუღლე თინათინი.

ხატი აღწერილი აქვს დიმიტრი ბაქრაძეს[1], ასევე შეტანილი აქვს ნიკოდიმ კონდაკოვს თავის შრომაში[2]. ხატს ამშვენებდა წარწერები:
![]() |
„Ⴕ. ႼႬႭ: ႻႪႧႠ: ႫႧႠႥႰႬႭ: ႸႤႧ: ႪႲ: Ⴅ ႬႨႱ: ႻႤ:“
|
(ქ. წმიდანო ძალთა მთავარნო შეიწყალეთ ლიპარიტ (ვარდანის) ძე)
|
კონდაკოვის აზრით მინანქრები XIII-XIV საუკუნეებს მიეკუთვნება.
ლიტერატურა
რედაქტირება- თავბერიძე ი., „ჯუმათის მონასტრის სიძველეები“, თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 2005, ISBN 99940-852-6-3.