მთავარი მენიუს გახსნა

ჯრუჭულამდინარე დასავლეთ საქართველოში (საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები). მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2015 მ-ზე. სიგრძე 25 კმ, აუზის ფართობი 210 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მდგრადი წყალმცირობა — ზამთარში, ზაფხულსა და შემოდგომაზე — წყალმოვარდნები.

ჯრუჭულა
Jruchula River.jpg
მდინარე ჯრუჭულა საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველო
სათავე რაჭის ქედი
სიგრძე 25 კმ
აუზის ფართობი 210 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ჯრუჭულა ვიკისაწყობში

საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5, 94 მ³/წმ.

ლიტერატურარედაქტირება