ჯორჯიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

ჯორჯიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ინგლ. The Museum of Contemporary Art of Georgia (MOCA GA)) - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, ბენეტის ქუჩაზე, [1] რომელიც სპეციალიზირდება თანამედროვე ჯორჯიელი მხატვრების ნამუშევრების შეგროვებაზე, შენახვაზე და გამოფენაზე. ძირითადად გამოიფინება ვიზუალური ხელოვნების ნიმუშები, თუმცა გამოყოფილია სივრცეები მუსიკალური, შემსრულებლური, მულტიმედიური ხელოვნებისთვის და ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის. მუზეუმი არაკომერციულია და ძირითადად ფასიანი აბონემენტების სისტემის და საზოგადოების მხარდაჭერის ხარჯზე ფუნქციონირებს. [2]

ჯორჯიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

მუზეუმის შენობა
33°48′43″ ჩ. გ. 84°23′42″ დ. გ. / 33.8121806° ჩ. გ. 84.3951889° დ. გ. / 33.8121806; -84.3951889
დაარსდა 2000 წ.
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
დამაარსებლები დევიდ ს. გოლდენი, ანეტ კონ-სკელტონი
მდებარეობა პულტონის ოლქი
კლასიფიკაცია ხელოვნების მუზეუმი
ვიზიტორები დაახ. წელიწადში 9,000
დირექტორი ანეტ კონ-სკელტონი
ოფიციალური საიტი mocaga.org
Map

მუზეუმში შესვლის საფასური $8-ს შეადგენს უაბონემენტო პირებისთვის, $5-ს მოსწავლეებისთვის და პენსიონერებისთვის და უფასოა აბონემენტის პქონე და სამხედრო პირებისთვის. წელიწადში მუზეუმს დაახლოებით 9,000 სტუმარი ეწვევა. აბონემენტის მქონე პირებს ასევე ეძლევათ უფლება უფასოდ ან ნაკლებ ფასად დაესწრონ სპეციალურ დახურულ ღონისძიებებს და სააბონემენტო პროგრამებს, მაგ. საუბრებს მხატვრებთან და დახურულ გამოფენებს. [3]

ისტორია რედაქტირება

ჯორჯიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დაარსებული იყო 2000 წელს დევიდ ს. გოლდენის და ანეტ კონ-სკელტონის მიერ, პირველი გამოფენა 2002 წელს გაიმართა . [4] დევიდ ს. გოლდენი კერძო უძრავ ქონებაში ინვესტიციებით დაკავებული კომპანიის დირექტორი იყო, ანეტ კონ-სკელტონს კი მხატვრობის გამოცდილება ჰქონდა. აქამდე ჯორჯიის შტატში არ იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის რეგიონალურ ხელოვნებას მიძღვნილი დაწესებულება და მუზეუმის ერთ-ერთი მიზანი ჯორჯიული კულტურის განვითარება გახდა. [5]

მუზეუმის თავდაპირველ კოლექციას საფუძველი დევიდ ს. გოლდენის და მისი კომპანიის პირადმა კოლექციამ დაუდო. პირველი დირექტორი ანეტ კონ-სკელტონი გახდა, რომელიც პოზიციას დღესაც იკავებს (2021 წ. კოლექცია თავდაპირველად პიჩტრის ქუჩაზე ინახებოდა, მაგრამ საგამოფენო სივრცე არასაკმარისი გამოდგა. 2005 წლის იანვარში მუზეუმი სანთრაატ პლაზას შენობაში გადავიდა, მაგრამ პლაზა რამდენიმე წელიწადში დაიხურა. დღევანდელ ლოკაციაში ტულას ხელოვნების ცენტრის შენობაში ბენეტის ქუჩაზე კოლექცია 2007 წელს გადავიდა. 2008 წლის გაზაფხულში საგამოფენი სივრცე მიმდებარე გალერეებზეც გაფართოვდა. დღეს მუზეუმი ხელოვნების ცენტრის ნახევარს იკავებს.

კოლექცია რედაქტირება

მუზეუმის მუდმივი კოლექცია შედგება 1945 წლიდან დღევანდელ პერიოდამდე შექმნილი 200 ჯორჯიელი მხატვრის დაახ. 600 ნამუშევრისგან. მათგან უმეტესობა ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებია - ფერწერა, ფოტოგრაფია და ა.შ. კოლექციის უმეტესობას დღემდე გოლდენის თავდაპირველი კოლექცია შეადგენს, თუმცა მუზეუმი აქტიურად აგრძელებს შემგროვებლით საქმიანობას.

გამოფენები რედაქტირება

დროებით გამოფენებში აქცენტი ჯორჯიელ მხატვრებზე კეთდება. ხანდახან მათ უცხოელ ან სხვა შტატებში მოღვაწე მხატვრებთან ერთად გამოფენენ ჯორჯიელი მხატვრების გლობალურ კონტექსტში საჩვენებლად. [6] მუზეუმში გამოიფინებოდნენ ისეთი მხატვრები, როგორც შერილ გოლდსლეჯერი, ჰერბერტ კრისი, კოჯო გრიფინი, ჰოუპ ჰილტონი და სხვები. [7] წარსული გამოფენების ნახვა შესაძლებელია მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე. გამოფენებს ხშირად თან ახლავს მხატვართან ან კურატორთან გამოფენასთან დაკავშირებული საუბარი, სადაც სტუმრებს კითხვების დასმის საშუალებაც აქვთ. იმართება ასევე სკოლის მოსწავლეების და დამწყები მხატვრების შეხვედრები პროფესიონალ მხატვრებთან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://mocaga.org/
  2. https://www.art-collecting.com/
  3. https://mocaga.org/visit/plan-a-visit//
  4. https://mocaga.org/about/mission-history/
  5. Cinque, Hicks. "MOCA GA preserves region's visual-arts legacy ." Creative Loafing 17 September 2008
  6. Talley R, Dan and Ed Spriggs, "Color, Culture, Complexity, The Exhibition Catalog," 2002.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-19. ციტირების თარიღი: 2021-09-17.