ჯონ უილიამ სტრეტი

ინგლისელი ფიზიკოსი

ჯონ უილიამ სტრეტი რელეის მესამე გრაფი (ინგლ. John Strutt, 3rd Baron Rayleigh; დ. 12 ნოემბერი, 1842, ლონდონი — გ. 30 ივნისი, 1919, ლონდონი) — ინგლისელი ფიზიკოსი და მექანიკოსი. უილიამ რამზაისთან ერთად აღმოაჩინა არგონის გაზი. რისთვისაც 1904 წელს მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში. 1873 წლიდან იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი და მისი პრეზიდენტი 1905-1908 წლებში.

ჯონ უილიამ სტრეტი
დაბ. თარიღი 12 ნოემბერი, 1842(1842-11-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი Maldon[8]
გარდ. თარიღი 30 ივნისი, 1919(1919-06-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10](76 წლის)
გარდ. ადგილი Terling Place[11]
დასაფლავებულია Terling (All Saints) Churchyard[3]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფიზიკოსი, პოლიტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკოსი და ქიმიკოსი
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰეროუს სკოლა[11] , ტრინიტის კოლეჯი[12] [11] , იტონის კოლეჯი[11] და კემბრიჯის უნივერსიტეტი[13]
განთქმული მოსწავლეები ჯოზეფ ჯონ თომსონი და Jagadish Chandra Bose[13]
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნების ბაკალავრი[14] და ხელოვნების მაგისტრი[14]
მეუღლე Evelyn Strutt, Baroness Rayleigh of Terling Place[15] [12]
მამა John Strutt, 2nd Baron Rayleigh of Terling Place[6] [15]
დედა Clara Vicars[6] [15]
შვილ(ებ)ი Robert Strutt, 4th Baron Rayleigh[6] , Arthur Strutt[6] , Julian Balfour Strutt[6] და William Maitland Strutt[6]
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[16] [17] , სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი[18] , ფარადეის ლექციის პრიზი, ლეკონტეს პრემია, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, სამეფო მედალი, ელიოტ კრესონის მედალი[19] , დე მორგანის მედალი, რუმფორდის მედალი[20] , მატეუჩის მედალი[21] , ალბერტის მედალი[22] , ბეიკერის სახელობის ლექცია, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ბრესას პრემია[23] , ღირსების ორდენი[12] , სმითის პრემია[12] , Fellow of Trinity College[11] და რუმფორდის მედალი[20]
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

ინგლისელი ფიზიკოსი, სამეფო საზოგადოების წევრი ჯონ უილიამ სტრეტი დაიბადა 1842 წლის 12 ოქტომბერს ლონდონში. ჯონ უილიამის გვარი თავდაპირველად სტრეტი იყო და ამ გვარით იხსენიებოდა 32 წლამდე. 1873 წელს კი მან ლორდ სტრეტის ტიტული მისცეს და ამ დროიდან როგორც სტრეტი ფიზიკის ისტორიაში აღარ იხსენიება. დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი. 1879 წელს შეცვალა ჯ. მაქსველი და დაინიშნა ამავე უნივერსიტეტის ქავენდიშის ლაბორატორიის დირექტორად. 1887 წელს სტრეტი აირჩიეს ინგლისის სამეფო ინსტიტუტის პროფესორად.

ჯონ სტრეტის შრომები რედაქტირება

ჯონ სტრეტის შრომები ფიზიკის თითქმის ყველა დარგს მისწვდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მან აკუსტიკაში, ოპტიკაში, და ელექტრობაში შექმნა. აკუსტიკაში მან გამოიკვლია დრეკად სხეულთა რხევები (სიმების, ღეროების, ფირფიტებისა და სხვ.) ჩამოყალიბებული ზოგადი თეორემის საშუალებით მან მნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთა მერხევი სისტემების საკუთარ სიხშირეთა შესახებ; ამის საფუძველზე სტრეტიმ დაამუშავა მერხევი სისტემის საკუთარ სიხშირეთა ცვლილებების გაანგარიშების მეთოდი იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე ცნობილია ამოსავალი სისტემის საკუთარი სიხშირეები და როდესაც საკვლევი სისტემა მისგან მცირედ არის გადახრილი. იმ შემთხვევაში, როდესაც მექანიკური სისტემები არამილევად რხევებს ასრულებს სტრეტიმ პირველმა მიაქცია ყურადღება ამ რხევების განსაკუთრებულ ხასიათს, ასეთი რხევების წარმომშობი სისტემების თავისებურებას. სტრეტის შრომების ნაწილი ეხება მექანიკური ტალღების გამოსხივების წნევას, ხოლო დრეკადი ტალღების თეორიაში - ტალღათა დიფრაქციის, გაბნევისა დაშთანთქმის საკითხებს, სასრული ამპლიტუდის ტალღებს, ზედაპირული ტალღების ტიპს, ე. წ. სტრეტის ტალღებს და სხვ.

1911 წელს სტრეტიმ შექმნა კანონი, რომელსაც აბსოლუტურად შავი სხეულის ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრში ენერგიის განაწილება გამოხატა ტემპერატურაზე დამოკიდებულებით ე. წ. გამოსხივების სტრეტი - ჯინსის კანონი. სტრეტის უმთავრესი შრომები რხევათა თეორიასა და აკუსტიკაში მოცემულია მის ორტომეულში ბგერის თეორია 1877-1878 წწ. რაც რხევათა ზოგად თეორიას წარმოადგენს.

სტრეტის სხვა სახის შრომებიდან შემდეგს ავღნიშნავთ; 1894 წელს მან დაადგინა, რომ ერთისა და იმავე მოცულობის ქიმიურად სუფთა აზოტისა და ატმოსფეროდან მიღებული აზოტის წონები ზუსტად არ თანხვდება ერთმანეთს. 1900 წელს პარიზში გამართულ ფიზიკოსთა პირველ კონგრესზე სტრეტი აირჩიეს იმ კომისიის შემადგენლობაში , რომელსაც დაევალა ერთეულთა სისტემების შერჩევა. სტრეტის კალამს ეკუთვნის ბევრი შრომა ფიზიკის ისტორიაში. ინგლისის სამეფო საზოგადოების არქივებში მან მრავალი ღირშესანიშნავი შრომა აღმოაჩინა ფიზიკაში. ყველა შრომას აქვეყნებდა ღრმა ანალიზით.

ჯონ სტრეტი გარდაიცვალა 1919 წელის 30 ივნისს, 77 წლის ასაკში, ლონდონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ.,.254-258
  • Боголюбов А. Н. Математики. Механики. Биографический справочник. — Киев: Наукова думка, 1983. — 639 с.
  • Моисеев Н. Д. Очерки истории развития механики. — М.: Изд-во Моск. ун-та, 1961. — 478 с.
  • Храмов Ю. А. Рэлей (Стретт) Джон Уильям (Rayleigh (Strutt) John William) // Физики: Биографический справочник / Под ред. А. И. Ахиезера. — Изд. 2-е, испр. и дополн. — М.: Наука, 1983. — С. 239. — 400 с. — 200 000 экз. (в пер.)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 KNAW Past Members
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 Lundy D. R. The Peerage
  7. 7.0 7.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. 8.0 8.1 8.2 www.accademiadellescienze.it
  9. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  10. 10.0 10.1 Annuaire prosopographique : la France savante
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Who's who(untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
  13. 13.0 13.1 Mathematics Genealogy Project — 1997.
  14. 14.0 14.1 http://venn.lib.cam.ac.uk/cgi-bin/search-2016.pl?sur=&suro=w&fir=&firo=c&cit=&cito=c&c=all&z=all&tex=STRT861JW&sye=&eye=&col=all&maxcount=50
  15. 15.0 15.1 15.2 Kindred Britain
  16. The Nobel Prize in Physics 1904Nobel Foundation.
  17. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  18. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  19. https://www.fi.edu/en/laureates/john-rayleigh
  20. 20.0 20.1 https://royalsociety.org/grants-schemes-awards/awards/rumford-medal/
  21. http://www.newworldencyclopedia.org/entry/John_Strutt,_3rd_Baron_Rayleigh
  22. https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners
  23. Premio BressaAccademia delle Scienze di Torino.