ჯონს ჰოპკინზის მყინვარი

ჯონს ჰოპკინზის მყინვარი (ინგლ. Johns Hopkins Glacier) — მყინვარი აშშ-ში, ალასკაზე. მოქცეულია გლასიერ-ბეის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. სიგრძე 19 კმ. გაწოლილია კლარკის მყინვარიდან სამხრეთ-დასავლეთით 1,6 კმ-ში, ხოლო ქალაქ ჰუნიდან ჩრდილო-დასავლეთით 127 კმ-ში. წარმოადგენს ამ ადგილების ერთ-ერთ ყველაზე ძნელმისადგომ მყინვარს. იწყება ლიტუიისა და სოლსბერის მთების აღმოსავლეთ კალთაზე; ეშვება აღმოსავლეთით ჯონს ჰოპკინზის უბისკენ.[1] სახელი უწოდა ჰარი ფილდინგ რიდმა 1893 წელს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის პატივსაცემად.[2]

ჯონს ჰოპკინზის მყინვარი
ჯონს ჰოპკინზის მყინვარი
ჯონს ჰოპკინზის მყინვარი
კოორდინატები: 58°48′24″ ჩ. გ. 137°15′01″ დ. გ. / 58.80667° ჩ. გ. 137.25028° დ. გ. / 58.80667; -137.25028
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სიგრძე 19 კმ
ჯონს ჰოპკინზის მყინვარი — ალასკა
ჯონს ჰოპკინზის მყინვარი

სქოლიო რედაქტირება