ჯესიკა კლერ ბილი (ინგლ. Jessica Biel; დ. 3 მარტი, 1982) — ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. ცნობილი გახდა ტელესერიალ „მეშვიდე ცა“-ში შესრულებული როლის შემდეგ. არაერთ ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან აღსანიშნავია: „ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით“ (2003), „ბლეიდი 3“ (2004), „ჩაკი და ლარი: სახანძრო ქორწილი“ (2007), „გუნდი „ა“ (2010), „ახალი წლის წინა დღე“ (2011), „ყველაფრის გახსენება“ (2012).

ჯესიკა ბილი

ჯესიკა ბილი 2013 წელს
დაბადების სახელი ჯესიკა კლერ ბილი
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1982
ილი, მინესოტა, აშშ
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
მომღერალი
აქტიური 1996–დღემდე
მეუღლე(ები) ჯასტინ ტიმბერლეიკი

ჯესიკა ბილი დაიბადა აშშ-ის მინესოტის შტატის ქალაქ ილში, დედამისის — დიასახლისისა და სულიერი მკურნალის კიმბერლის და მამამისის — „General Electric“-ის მუშაკის, მეწარმისა და ბიზნეს-კონსულტანტის ჯონათან ბილის ოჯახში.[1][2] ჯესიკა ბილი გერმანული, ფრანგული, ინგლისური, ირლანდიური და ჩოქტო წარმოშობისაა.[3][4] ჰყავს უმცროსი ძმა ჯასტინი (დ. 1985).[5] ბილის ოჯახი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა; ცხოვრობდნენ ტეხასში, კონექტიკუტში, ილინოისში. საბოლოოდ დასახლდნენ კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში. ბილი მოზარდის ასაკში ფეხბურთს თამაშობდა,[6] აგრეთვე ემზადებოდა ტანმოვარჯიშეზე.[2]

თავდაპირველად ბილი ვოკალზე სწავლობდა. 9 წლის ასაკში გამოჩნდა რამდენიმე მუსიკალურ დადგმაში, სადაც სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებდა. მოგვიანებით სამოდელო საქმით დაკავდა, იღებდნენ სარეკლამო რგოლებში. 14 წლის ასაკში მიიღო მერი კედმენის როლი სატელევიზიო სერიალში „მეშვიდე ცა“, რომელსაც მრავალი წელი უჩვენებდნენ WB სატელევიზიო არხზე. კინოში პირველი როლი მიიღო 1997 წელს ფილმში „ულის ოქრო“, სადაც თამაში მოუწია პიტერ ფონდასთან. მას შემდეგ რეგულარულად იღებს როლებს ჰოლივუდის ფილმებში.

2007 წლის იანვრიდან ურთიერთობაში იმყოფება ცნობილ ამერიკელ მომღერალთან და მსახიობთან — ჯასტინ ტიმბერლეიკთან, თუმცა 2011 წლის მარტში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. იმავე წლის შემოდგომაზე შერიგდნენ, ხოლო დეკემბრის ბოლოს ტიმბერლეიკმა ჯესიკას ხელი სთხოვა. 2012 წლის 19 ოქტომბერს წყვილი დაქორწინდა.[7]

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი სახელწოდება როლი შენიშვნა
1996–
2006
მეშვიდე ცა მერი კედმენი
1997 ულის ოქრო კეისი
1998 სახლში საშობაოდ ვიქნები ელი
2001 საზაფხულო თამაშები ტენლი
2002 სექსის წესები ლარა
2003 ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით ერინი
2004 მობილური ქლოი
2004 ბლეიდი 3 ებიგეილი
2005 სტელსი კარა
2005 ელისაბეთტაუნი ელენი
2005 ლონდონი ლონდონი
2005 გრიფინები ბრუკი (ხმა) ეპიზოდი: „Brian the Bachelor“
2006 ილუზიონისტი სოფი
2006 სიმამაცის სახლი ვანესა
2007 წინასწარმეტყველი ლიზი
2007 ჩაკი და ლარი: სახანძრო ქორწილი ალექსი
2008 მჟავა როუზ-ჯინი
2008 მსუბუქი ყოფაქცევა ლარიტა
2009 პლანეტა 51 ნირა (ხმა)
2010 წმინდა ვალენტინის დღე კარა
2010 გუნდი „ა“ კარისა
2011 ახალი წლის წინა დღე ტესი
2012 ყველაფრის გახსენება მელინა
2012 მაღალი კაცი ჯულია
2012 რა ვიცით სიყვარულზე? სტეისი
2012 ჰიჩკოკი ვერა მაილზი
2013 სიმართლე ემანუელზე ლინდა
2015 ვნებით შეპყრობილი ელისი
2015 სისხლმდინარე გული მეი
2016 ეშმაკი და ღრმა ლურჯი ზღვა პენი
2016 მკვლელობის ხარისხი კლარა
2016 სპარკი ვიქსი ხმა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Kappes, Serena. (July 27, 2005) Celeb Spotlight: Jessica Biel – Stealth, Jessica Biel. Time Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 28, 2010. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
  2. 2.0 2.1 Jonathan Van Meter. ; Mario Testino (Photographer) (February 2010) The Real Biel. Variety. Condé Nast Publications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 2012-09-01.
  3. Venutolo, Anthony (May 16, 2009). „Jessica Biel keeps challenging herself to prove she's pretty darned talented“. The Star-Ledger.
  4. "Jessica Biel: The Real Biel" დაარქივებული 2012-07-28 საიტზე Wayback Machine. Vogue
  5. „Jessica Biel: Actress – Most Beautiful, Jessica Biel“. People. Time Inc. 51 (17). May 10, 1999. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 17, 2010. ციტირების თარიღი: June 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  6. James Brady (July 10, 2005). „In Step With: Jessica Biel“. Parade Magazine.
  7. Justin Timberlake-Jessica Biel wedding: 'It's great to be married'. Los Angeles Times (October 19, 2012). ციტირების თარიღი: October 19, 2012.