ჯემალ ად-დინ ალ-ავღანი

ჯემალ ად-დინ ალ-ავღანი (პუშტუ سید جمال‌‌‌الدین افغاني‎) ცნობილია როგორც მუჰამედ იბნ საფდარი  (1839, სოფ. ასადაბადი, კონარი, ავღანეთი-09.03.1897, სტამბოლი)—მუსლიმი რელიგიურ-პოლიტიკური მოღვაწე, რეფორმატორი,  რომლის იდეები საფუძვლად დაედო პანისლამიზმს. [1][2]

ჯემალ ად-დინ ალ-ავღანი
ჯემალ ად-დინ ალ-ავღანიجمال‌‌‌الدین افغاني‎

წარმომავლობა რედაქტირება

ნისბას მიხედვით, ჯემალ ად-დინ ალ-ავღანი, წარმოშობით ავღანელია. ამასთან, მისი ნამდვილი ეროვნება საკამათო საკითხია [3].[4] ერთ-ერთი ვერსიით და საკუთარი განცხადებით, იგი დაიბადა ასადაბადში, ქაბულთან ახლოს, ავღანეთში სხვა ვერსიით, რომელსაც მრავალი თანამედროვე მკვლევარი მხარს უჭერს, იგი დაიბადა და გაიზარდა შიიტების ოჯახში ასადაბადში, ჰამადანთან ახლოს, ირანში. ჯემალ ად-დინ ალ-ავღანის ირანული წარმომავლობის მომხრეების მტკიცებით, მან ავღანური წარმოშობა  აირჩია იმის გამო, რომ სუნიტ მუსლიმებს შორის ავტორიტეტი მოეპოვბინა. ერთ-ერთი მიზეზით ჯემალ ად-დინ ალ-ავღანმა  თავისი შესაძლო ირანული წარმოშობა დამალა,  ირანის მმართველ ნასერ ალ-დინ შაჰის დევნისაგან თავის არიდების მიზნით.  ჯემალ ად-დინ ალ-ავღანის ოპონენტები ცდილობდნენ გამოეყენებინათ მისი სავარაუდო ირანული და შიიტური წარმოშობა მის წინააღმდეგ ბრძოლაში.[5][6][7][8]

მოღვაწეობა რედაქტირება

უმაღლესი რელიგიური განათლება ქაბულში მიიღო. პოლიტიკური კარიერა დაიწყო  1837 წელს ავღანელი ამირა დოსი მუჰამადის კარზე. 1868 წელს გადავიდა ინდოეთში. 1869-71 წწ. ცხოვრობდა სტამბოლში, 1869-71- კაიროში. აქ იგი გამოვიდა უცხოელთა ძალმომრეობის წინააღმდეგ.  პოპულარობა მოიპოვა ისლამის რეფორმისა და მუსლიმური სამყაროს გამოღვიძებისკენ მოწოდებებით.  ის აკრიტიკებდა დესპოტიზმს, კონსტიტუციური წესრიგის დამყარების გამო. მხარს უჭერდა სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის იდეებს ისლამის ზნეობრივ და ეთიკურ სწავლებებზე დაყრდნობით. საჭიროდ თვლიდა მუსლიმების გაერთიანებას ევროპის წინააღმდეგ ბრძოლაში. მთავარ თხზულებაში „მატერიალისტების უარყოფა", ჯემალ ად-დინ ალ-ავღანი ცდილობდა მატერიალიზმის ზოგიერთი დებულების უარყოფას. მოუწოდებდა მუსლიმებს გაერთიანებულიყვნენ უმაღლესი სასულიერო მეთაურის-ხალიფას ძალაუფლების ქვეშ.

1879 წელს იგი დააპატიმრეს და ეგვიპტიდან გადაასახლეს. 1879–1882 წლებში იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა კალკუტასა და ჰაიდრაბადში. 1883 წელს გაემგზავრა ევროპაში - ლონდონსა და პარიზში. პარიზში მუჰამად აბდოსთან ერთად გამოსცა გაზეთი „ალ-ურვა ალ-ეუსკა“(„საიმედო დასაყრდენი“). 1886 წლიდან ცხოვრობდა ირანში, რუსეთში, ერაყსა და ლონდონში.[9][10]

1892 წლის ნოემბრიდან იმყოფებოდა სტამბოლში, როგორც სულთან აბდულაჰმად II-ის სტუმარი, იქვე გარდაიცვალა. 1944 წლის ბოლოს მისი ნეშტი. გადაასვენეს ავღანეთში.

ჯემალ ად-დინ ალ-ავღანის საქმიანობა გააკრიტიკეს სუნიტმთეოლოგებმა, მათ შორის, მუსტაფა საბრიმ და სხვ. ის ითვლება ისლამური სოციალიზმის ერთ – ერთ წინაპრად ან ფუძემდებლად, რომელიც აკავშირებს ისლამის ისეთ დებულებებს, როგორებიცაა ზაქათი (გადასახადი ღარიბების სასარგებლოდ), მევახშეთა პროცენტის აკრძალვა (რიბა), იშტირაკი (”თანამონაწილეობა”) თანამედროვე პოლიტიკურ მოთხოვნებთან.[11][12]

სქოლიო რედაქტირება

  1. From Reform to Revolution, Louay Safi, Intellectual Discourse 1995, Vol. 3, No. 1 LINK დაარქივებულია 12 თებერვალი 2007 წ..
  2. Historia, Le vent de la révolte souffle au Caire, Baudouin Eschapasse, LINK დაარქივებულია 29 იანვარი 2007 წ.
  3. Nikki R. Keddie, Ibrahim Kalin (2014), Afghānī, Jamāl al-Dīn, in Ibrahim Kalin, The Oxford Encyclopedia of Philosophy, Science, and Technology in Islam, Oxford: Oxford University Press
  4. I. GOLDZIHER-[J. JOMIER], «DJAMAL AL-DIN AL-AFGHANI». Encyclopedia of Islam, Brill, 2nd ed., 1991, Vol. 2. p. 417. Quote: «DJAMAL AL-DlN AL-AFGHANl, AL-SAYYID MUHAMMAD B. SAFDAR […] According to his own account he was born at As`adabad near Konar, to the east and in the district of Kabul (Afghanistan) in 1254/1838-9 to a family of the Hanafi school. However, Shi’i writings give his place of birth as Asadabad near Hamadan in Persia; this version claims that he pretended to be of Afghan nationality, in order to escape the despotic power of Persia.»
  5. From Reform to Revolution, Louay Safi, Intellectual Discourse 1995, Vol. 3, No. 1 LINK დაარქივებულია12 თებერვალი 2007 წ.
  6. Keddie, Nikki R." An Islamic response to imperialism: political and religious writings of Sayyid Jamāl ad-Dīn "al-Afghān" . — United States: University of California Press, 1983. — P. 4. — ISBN 9780520047747.
  7. Jamal al-Din al-Afghani | Biography & Facts/ Britannica.com
  8. N. R. Keddie, «Sayyid Jamal ad-Din „al-Afghani“: A Political Biography», Berkeley, 1972
  9. Mangol Bayat (2013), al-Afghani, Jamal al-Din, in Gerhard Böwering, Patricia Crone, The Princeton Encyclopedia of Islamic Political Thought, Princeton University Press
  10. A. Hourani: Arabic Thought in the Liberal Age 1798—1939. London, Oxford University Press, p. 103—129 (108)
  11. Nikki R. Keddie, Nael Shama (2014), Afghānī, Jamāl al-Dīn al-, in Oliver Leaman, The Oxford Encyclopedia of Islam and Politics, Oxford University Press
  12. Oliver Leaman (2010), Afghani, Seyyed Jamaluddin, in Oliver Leaman, The Biographical Encyclopaedia of Islamic Philosophy, Continuum