ჯარისკაცთა საძმო (ტელესერიალი)


ჯარისკაცთა საძმო (ინგლ. Band of Brothers) — ათ-ნაწილიანი სატელევიზიო მინისერიალი მეორე მსოფლიო ომის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია ისტორიკოსისა და ბიოგრაფის, სტივენ ებროუზის ამავე სახელწოდების წიგნზე. სერიალი გადაიღეს და თავდაპირველად ეთერში გავიდა 2001 წელს. მისი აღმასრულებელი პროდიუსერები არიან სტივენ სპილბერგი და ტომ ჰენქსი, რომელთაც მანამდეც უმუშავიათ იმავე თემატიკის ფილმზე, რიგითი რაიანის გადასარჩენად (1998).[1] ეპიზოდები 2001 წელს HBO-ის ეთერში გავიდა, თუმცა მას შემდეგაც ხშირად ჩნდება სხვადასხვა არხებზე მსოფლიოს მასშტაბით.[2][3]

ჯარისკაცთა საძმო
ჟანრი სამხედრო
ავტორი
ეფუძნება ჯარისკაცთა საძმო
— სტივენ ემბროუზი
რეჟისორი
კომპოზიტორ(ებ)ი მაიკლ კემენი
ქვეყანა
  • აშშ
  • დიდი ბრიტანეთი
ენა
  • ინგლისური
  • გერმანული
  • ფრანგული
  • ჰოლანდიური
  • ესპანური
  • იტალიური
ეპიზოდი 10
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი სტივენ სპილბერგი
ტომ ჰენქსი
პროდიუსერ(ებ)ი
მონტაჟი
ოპერატორი
ეთერში 9 სექტემბერი, 2001 (2001-09-09) — 4 ნოემბერი, 2001 (2001-11-04)
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალი მოგვითხრობს E (Easy) კომპანიის ისტორიას (506-ე პარაშუტისტ ქვეითთა პოლკი, 101-ე საჰაერო დივიზია) აშშ-ში პარაშუტით ხტომის წვრთნებიდან იაპონიის კაპიტულაციამდე. სერიალში გადმოცემული მოვლენები დაფუძნებულია ამბროსის კვლევასა და კომპანიის ვეტერანებთან ინტერვიუებზე, თუმცა მაინც არის რამდენიმე განსხვავება სატელევიზიო ვერსიასა და ფაქტობრივ ისტორიას შორის.[4][5][6] ყველა პერსონაჟი დაფუძნებულია კომპანიის რეალურ წევრებზე. რამდენიმე მათგანი ყოველი ეპიზოდის წინ ნაჩვენებ ინტერვიუებშიც ჩანს. წიგნისა და სერიალის სათაური მომდინარეობს უილიამ შექსპირის პიესიდან ჰენრი V.

ეპიზოდები

რედაქტირება
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიმთავარი პერსონაჟებიორიგინალური ეთერის თარიღიUS მაყურებელი
(მილიონი)
1„კურაჰი“ფილ ალდენ რობინსონიტელედადგმა: ერიკ იენდრესენი და ტომ ჰენკსირიჩარდ უინტერსი & ჰერბერტ სობელი9 სექტემბერი, 2001 (2001-09-09)9.90[7]
ეპიზოდში მოთხრობილია ჯორჯიის შტატში, ტოკოას ბანაკში რაზმ Easy-ს წვრთნის შესახებ, რომელსაც პირველი ლეიტენანტი/კაპიტანი ჰერბერტ სობელი წვრთნის. იგი ძალიან მკაცრი ხელმძღვანელია და რაზმს უფრო მეტ ხანს და უფრო ძლიერად წვრთნის, ვიდრე სხვა რაზმების ხელმძღვანელები. რაზმს ინგლისში გზავნიან, სადაც დღეთა დღისთვის (D-Day) უნდა მოამზადონ. წვრთნის დროს სობელი როგორც ლიდერი არაადეკვატურად იქცევა, რაც უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება, რასაც ოფიცერთა უკმაყოფილება მოსდევს. სობელსა და მის აღმასრულებელ ოფიცერს, რიჩარდ უინტერს შორის კონფლიქტი ღრმავდება. საბოლოოდ, სობელი ერთ-ერთ სკოლაში არასაბრძოლო პერსონალისთვის თვითმფრინავიდან გადმოხტომის სასწავლად გადაჰყავთ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Drama: Band of Brothers". BBC.co.uk. Retrieved: 2008-06-09.
  2. Snead, Elizabeth. " Tom Hanks Jumps on Bandwagon" დაარქივებული 2020-06-01 საიტზე Wayback Machine. . TV Guide. 22 June 2001. Retrieved: 2008-06-09.
  3. "Band of Brothers Minisite". History.com. Retrieved: 2008-06-09.
  4. Biggest Brother: The Life of Dick Winters
  5. Parachute Infantry, an autobiography by David Kenyon Webster
  6. Trigger Time by 101st historian Mark Bando has a detailed discussion of the miniseries' historical accuracy
  7. „Band of Brothers slips after attacks“. Broadcasting & Cable. October 2, 2001. ციტირების თარიღი: July 8, 2015.