ჯან გალეაცო ვისკონტი

ჯან გალეაცო ვისკონტი (დ. 16 ოქტომბერი 1351 — გ. 3 სექტემბერი 1402) — მილანის პირველი ჰერცოგი 1395—1402 წლებში ვისკონტების საგვერულოდან. გალეაცო II ვისკონტის შვილი.

ჯან გალეაცო ვისკონტი
Gian Galeazzo Visconti
მილანის 1-ლი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1395
მმართ. დასასრული: 1402
წინამორბედი: ჯან მარია ვისკონტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 ოქტომბერი 1351
დაბ. ადგილი: პავია
გარდ. თარიღი: 3 სექტემბერი 1402
გარდ. ადგილი: მელეგნენო
მეუღლე: იზაბელ დე ვალუა
კატერინა ვისკონტი
შვილები: ჯიან მარია ვისკონტი
ფილიპო მარია ვისკონტი
ვალენტინა ვისკონტი
დინასტია: ვისკონტების სახლი
მამა: გალეაცო II ვისკონტი
დედა: ბიანკა სავოიელი

ბიოგრაფია რედაქტირება

ჯან გალეაცო ვისკონტი იყო გალეაცო II ვისკონტის შვილი, რომელიც თავის ძმასთან, ბერნაბოსთან ერთად მართავდა მილანს. ვისკონტის გვარი მილანის მმართველობაში პირველად 1262 წელს მოექცა, როცა ქალაქის არქიეპისკოპოსად ოტონე ვისკონტი დაინიშნა. მის საგვარეული ემბლემაზე გამოსახული იყო გველი — ცბიერების სიმბოლო, რომელიც ადამიანის გადაყლაპვას ლამობს.

ჯან გალეაცო 1351 წელს დაიბადა. საფრანგეთის მეფის ქალიშვილთან, იზაბელა ვალუასთან ქორწინებით განიმტკიცა პოლიტიკური მდგომარეობა. 1378 წელს მამა გარდაეცვალა და მას მემკვიდრეობით ქალაქის დასავლეთ ნაწილი ერგო, რომელსაც იმთავითვე მრისხანე მმართველად მოევლინა. თუმცა ბერნაბო მასზე უარესი იყო. ქუჩაში ყველა გამვლელს მის წინაშე უნდა დაეჩოქა. ყველა, ვინც შეეწინააღმდეგებოდა ან თუნდაც რამით მის გაღიზიანებას გამოიწვევდა, სასტიკად ისჯებოდა. ბერნაბომ შეიმუშავა ადამიანის წამების პროგრამა, რომელიც 40 დღე გრძელდებოდა, და საგანგებოდ იმ მიზნით გამოაქვეყნა, რათა ქვეშერვდომებში შიში დაენერგა.

ბერნაბო 1382 წელს საფრანგეთის პრინცს, ლუი ანჟუელს დაუახლოვდა და მისი ვაჟის და საკუთარი ქალიშვილის დაქორწინება შესთავაზა. ჯან გალეაცო შიშობდა, რომ ეს კავშირი ძლიერ გაზრდიდად ბერნაბოს ძალაუფლებას. მომლოცველობის საბაბით მან ბერნაბო ქალაქგარეთ შესახვედრად გაიხმო, მერე შეიპყრო და დილეგში ჩააგდო. რამდენიმე თვეში ბერნაბო იქვე გარდაიცვალა, სავარაუდოდ — მწოამლეს. ჯან გალეაცომ მილანი გააერთიანა და საკუთარი მმართველობის ქვეშ მოაქცია.

1387 წელს მან საფრანგეთის მეფის ძმას, ორლეანის ჰერცოგს — ლუის შესთავაზა თავისი ქალიშვილის ცოლად მოყვანა. ქალაქ ვერონიდან განდევნა სკალას დინასტია და ვენეციის ჩრდილოეთ ნაწილი — ტრვიზო დაიპყრო. 100 ათასი ფლორინის ქრთამის საფასურად, გერმანიის მეფე ვაცლავმა მას საღვთო რომის იმპერიის მემკვიდრეობითი უფლისწულობა უბოძა, 1398 წელს მილანის ჰერცოგად გამოცხადდა, ხოლო 1396 წელს პავიის გრაფის წოდებაც მიანიჭა.

1399 წელს ჯან გალეაცომ პიზა და სიენა აიღო. პერუჯა და უმბრიის სხვა ქალაქები 1400 წელს დაიმორჩილა, ხოლო 1402 წელს ბოლონიის ანექსირება მოახდინა. ამგვარად, მისი გამგებლობის ქვეშ უკვე იტალიის მთელი ჩრდილოეთ ნაწილი მოექცა, ფლორენციის გარდა. ამ ქალაქ-სახელმწიფოებზე სალაშქროდ ემზადებოდა, როცა დაავადდა და 1402 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნ. ქოთორნი. ტირანები, გვ. 48 — თბ., „კლიო“, 2011.