Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯამპალი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჯამპალი[1]მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდინარე ამტყელის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 21,4 კმ, აუზის ფართობი 163 კმ². სათავე აქვს ჩხალთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2385 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე იცის წყალდიდობა, ზაფხულსა და ზამთარში — წყალმცირობა, შემოდგომაზე — წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 11,5 მ³/წმ.

ჯამპალი
მდინარე ჯამპალი.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სათავე ჩხალთის ქედი
სიგრძე 21,4 კმ
აუზის ფართობი 163 კმ²

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება