ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერ. Cəbrayıl Həsənov, დ. 24 თებერვალი, 1990, სუფარიბაღი, ასტარის რაიონი, ლენქორანის რეგიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი მოჭიდავე. ჭიდაობს თავისუფალი სტილის ჭიდაობას. ასპარეზობდა 66, 74 და 79 კგ წონით კატეგორიებში. არის ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი. არის იასარ დოღუს გრან-პრის გამარჯვებული.

ჯაბრაილ ჰასანოვი
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Cəbrayıl İlham oğlu Həsənov
ეროვნება აზერბაიჯანელი
დაბ. თარიღი 24 თებერვალი, 1990 (1990-02-24) (34 წლის)
დაბ. ადგილი სუფარიბაღი
სიმაღლე 170
წონა 74
სპორტი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი

66 კგ წონით კატეგორიაში 2010 და 2011 წლებში მოიგო ევროპის ჩემპიონატი. 2010 წელს ფინალში დაამარცხა რუსი მაგომედმურად გაჯიევი. 2011 წელს კი ბულგარელი ლეონიდ ბაზანი გარდა ამ ორი ევროპის ჩემპიონობისა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე. შემდეგ წელს, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დაიკავა მეხუთე ადგილი. 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მომავალ ჩემპიონ ტატუშირო იონემიცუსთან ნახევარ-ფინალში დამარცხდა. მანამდე კი ლეონიდ ბაზანისა და ალი შაბანოვის დამარცხება მოახერხა. ამის შემდეგ ჰასანოვი გადაერთო რეპეშაჟში სადაც ბრინჯაოს მედლის ბრძოლაში ლივიან ლოპესთან დამარცხდა..[1]

დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო სპორტის უნივერსიტეტი. 2000 წლიდან მისი მწვრთნელია ასლან აგაევი.

2013 წელს ზაფხულის უნივერსიადის ფინალში 74 კგ წონით კატეგორიაში დამარცხდა აფხაზური წარმოშობის რუს მოჭიდავე დენის ცარგუშისთან.

2015 წლის ივნისში მონაწილეობა მიიღო პირველ ევროპულ თამაშებზე სადაც წარადგენდა აზერბაიჯანს, თავისუფალ ჭიდაობაში, 74 კგ წონით კატეგორიაში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დაამარცხა ბულგარელი კირილ ტერზიევი.

2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 74 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. დაამარცხა კარლოს იზკუერიდო და იაკობ მაკარაშვილი. ნახევარფინალში დამარცხდა ანიუარ გედუიევთან. რეპეშაჟში დაამარცხა ბეკზოდ აბურახმანოვი და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.[1]

2018 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა 79 კგ წონით კატეგორიაში. დაამარცხა ეთან რამოსი, ალი შაბანუ და ეატოლა აკბარი. ფინალში დამარცხდა კაილ დეიკთან.[2] ჰასანოვმა შეხვედრა მინიმალური სხვაობით, 0-2 დათმო.

2019 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა 79 კგ წონით კატეგორიაში. გავიდა ფინალში სადაც ჰასანოვი დამარცხდა კაილ დეიკთან და მოიპოვა ვერცხლის მედალი.[3]

არის ევროპის ჩემპიონატის სამგზის ვერცხლის მედლის პრიზიორი. 2009 წელს 66 კგ წონით კატეგორიაში ფინალში უკრაინელ ანდრეი სტადნიკთან დამარცხდა. 2014 წელს 74 კგ წონით კატეგორიაში ფინალი რუს ანიუარ გუდიევთან დათმო. ორი წლის შემდეგ რიგაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა თურქ სონერ დემირთაშთან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Jabrayil Hasanov Bio, Stats, and Results en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-18. ციტირების თარიღი: 2021-10-04.
  2. 2018 World Championships | United World Wrestling. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-30. ციტირების თარიღი: 2019-03-30
  3. https://www.youtube.com/watch?v=CGnYHeqxGII