ხცისის ნასოფლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ხცისის პირველი ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალუტეტის სოფელ ხცისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე, ადგილ ხარვებში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარის მიდამოებში შემორჩენილია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები შენობების საძირკვლის ნაშთები; იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, დიდი ზომის ქვევრის ფრაგმენტები და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 462.