ხუდონის ჰიდროელექტროსადგური
ხუდონჰესი — ჰიდროელექტროსადგური, რომელიც 1985 წლიდან შენდება საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემში, მდინარე ენგურზე. მისი სიმძლავრე 704 მეგავატი ხოლო გამომუშავება წელიწადში 1,5 მილიარდი კვ/სთ იქნება. კაშხლის სიმაღლე კი 202 მეტრი.[1]
ისტორია
რედაქტირებახუდონჰესის მშენებლობის იდეა 1970-იანი წლებიდან გაჩნდა. სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა ეროვნული მოძრაობის, სტუდენტების პროტესტის და ადგილობრივი მცხოვრებთა ძალისხმევით პროექტი შეჩერდა.
ხუდონჰესის აშენების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა 2000-იან წლებში. 2007 წლის ივნისში გაფორმდა საწყისი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ინდურ კომპანია Continental Energy International-ს (რომელმაც შემდგომ შეიცვალა სახელი და გახდა შპს „ტრანს-ელექტრიკა“) შორის. ტრანს-ელექტრიკამ მშენებლობის უფლება 2011 წელს მოიპოვა. კომპანიას 1536 ჰექტარი მიწა 1 ამერიკულ დოლარად გადაეცა. მას შემდეგ მიმდინარეობს ცხარე დებატები მიღებული სარგებლისა და გამოწვეული დანახარჯების შესახებ.
ამჟამად ხუდონჰესის მშენებლობა შეჩერებულია.
დებატები
რედაქტირებამომხრეთა არგუმენტები
რედაქტირებახუდონჰესი სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგური იქნება საქართველოში ენგურჰესის (დადგმული სიმძლავრე 1,320 მგვტ და წლიური გამომუშავება 3.8 ტვტ.სთ-მდე) შემდეგ. დაგეგმილია სიმძლავრე 702 მეგავატი, საშუალო წლიური გამომუშავება 1,5 მილიარდი კვ/სთ, კაშხლის სიმაღლე 202 მეტრი, წყალსაცავის სარკის ზედაპირი 526 ჰექტარი. გამომუშავებული ელექტროენერგიის 9% დარჩება საქართველოში, რაც ქვეყნის მოხმარების 1 %-ს შეადგენს. 91 %-ის ექსპორტი იგეგმება თურქეთში.
ხუდონჰესის აშენების მომხრეები აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიაზე საქართველოში 2009 წლიდან მზარდი მოთხოვნაა, რის დაკმაყოფილებასაც ახალი სადგურების მშენებლობა სჭირდება.
მოწინააღმდეგეთა არგუმენტები
რედაქტირებახუდონჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირი 5,2 კმ² იქნება, ხოლო წყლის მოცულობა 500 მლნ. მ³. უსაფრთხოების ნორმების დარღვევის, მიწისქვეშა ბიძგების, დივერსიის ან ტერორისტული აქტის შედეგად კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყლის მასა შეუერთდება ჯვრის წყალსაცავს. არსებობს რისკი იმისა, რომ ენგურჰესის კაშხალი ვერ გაუძლებს ამ რაოდენობის წყლის წნევას, გაირღვევა და 1600 მლნ. მ³ წყალი გამონთავისუფლდება, წყლის ეს რაოდენობა საფრთხეს უქმნის დასავლეთ საქართველოს და თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. ამასთან ერთად ხუდონჰესი შეცვლის ჰავას რეგიონში, ტენიანობის მომატების შედეგად კი განადგურდება მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლი — უშგულის თემში მდებარე სვანური ციხე-სახლები და კოშკები. ასევე შესაძლოა ეკოციდის საფრთხის ქვეშაც აღმოჩნდეს ქვეყანა, წყლით დაიფარება 1536 ჰექტარი მიწა, საიდანაც 1100 ჰექტარი ტყეა.
ხუდონჰესის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ჰესს არ შეუძლია საქართველოს ენერგობალანსის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება ზამთრის მშრალ თვეებში, როდესაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა პიკს აღწევს სეზონურობის გამო.
საპროტესტო გამოსვლები
რედაქტირებახუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 1980-იანი წლებიდან დაიწყო. თავდაპირველად აქციები სტუდენტებმა დაიწყეს, მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ეროვნული მოძრაობის წევრები და საზოგადოების ნაწილი, საპროტესტო მუხტი მაღალი იყო სვანეთშიც. აქციის რამდენიმე მონაწილემ უვადო შიმშილობაც დაიწყო.
-
1980-იანი წლების გამოსვლები ხუდონჰესის წინააღმდეგ.
-
სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ და ადგილობრივი მოსახლეობის აქცია სოფელ ხაიშში.
-
ქვემო ხაიში და მდინარე ხაიშურა.
-
ხუდონჰესი
ხუდონჰესის მშენებლობის იდეის განახლებასთან ერთად განახლდა საპროტესტო გამოსვლები. 2013 წელს ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებს ხაიშის თემის მოსახლეობა, ისინი ვერ ეგუებიან საცხოვრებელი სახლებისა და წინაპართა საფლავების დატბორვას.[2] აქციებს მართავენ სტუდენტები და საზოგადოების ნაწილი.[3][4] ხაიშის მოსახლეობა ითხოვს სადგურის არსებულ პროექტზე უარის თქმას და ისეთი სადგურის მშენებლობას, რომელიც არ დატბორავს ხაიშს.