ხორენ ოგანესიანი (სომხ. Խորեն Հովհաննիսյան, აგრეთვე ცნობილი როგორც ხორენ ჰოჰანისიანი; დ. 10 იანვარი, 1995, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — კარიერადასრულებული სომეხი და საბჭოთა ფეხბურთელი, რომელიც ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. იგი დღესდღეობით მენეჯერი და მწვრთნელია. მას 1979 წელს მიენიჭა სსრკ-ის სპორტის ოსტატის, საერთაშორისო დონის, ტიტული.

ხორენ ოგანესიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Խորեն Հովհաննիսյան
დაბადების
თარიღი
10 იანვარი, 1955 (1955-01-10) (69 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 171 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1974-1985 არარატი ერევანი 285 (93)
1986-1988 არაბკირი 13 (4)
1989-1991 ფახთაქორი ტაშკენტი 46 (9)
1992-1993 კილიკია 33 (22)
1995-1996 პიუნიკი 4 (0)
სულ 391 (128)
ეროვნული ნაკრები
1979-1984 საჭოთა ნაკრები 34 (6)
სამწვრთნელო კარიერა
1991 ტავრია სიმფორეპოლი
1992-1993 ჰომნეტმენი
1993-1995 ჰომნეტმენ ბეირუტო
1995-1998 კილიკია ერევანი
1996-1997 სომხეთის ნაკრები
2000-2006 პიუნიკი (პრეზიდენტი)
2012 ლოკომოტივ ტაშკენტი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ოგანესიანი იყო სსრკ-ის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი. ძირითადად, იგი საკლუბო ფეხბურთს საბჭოთა კავშირის ტოპ ლიგასა და სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში, არარატ ერევანის შემადგენლობაში თამაშობდა. იგი ფართოდ ითვლება არარატის და ზოგადად სომხური ფეხბურთის ლეგენდად. სსრკ-ის ჩემპიონატებში მან ოფიციალურად 293 თამაში ჩაატარა და 93 გოლი გაიტანა არარატის მაისურით. 2003 წლის ნოემბერში, უეფას იუბილეს აღნიშვნის დროს, იგი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაასახელა სომხეთის ოქროს მოთამაშედ - გასული 50 წლის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ.[1]

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ 2005 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში ოგანესიანი დაასახელეს მე–20 საუკუნის სომხეთის საუკეთესო მოთამაშედ.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ხორენ ოგანესიანი დაიბადა 1955 წლის 10 იანვარს, ერევანში, სომხეთში, სპორტსმენების ოჯახში. მისი მამა იყო ძალოსანი, შემდეგ კი სომხეთის სსრ-ის დამსახურებული მწვრთნელი. მისი დედა სპეციალობით ტანმოვარჯიშე იყო. ხორენის უფროსი ძმა ფეხბურთს თამაშობდა, ხოლო უმცროსი ძმა გახდა ძალოსანი და მოგვიანებით მიიღო სსრ კავშირის სპორტის ოსტატის ტიტული.

საერთაშორისო კარიერა რედაქტირება

1975 წელს ოგანესიანი შეუერთდა საბჭოთა კავშირის 21-წლამდე ფეხბურთის ეროვნულ გუნდს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვალენტინ ნიკოლაევი. იგი იყო საბჭოთა კავშირის იმ ახალგაზრდული გუნდის მონაწილე, რომელმაც 21-წლამდელთა უეფას ეურო 1976 მოიგო.[2]

ორენ ოგანესიანი 1979 წლიდან სსრკ-ის საფეხბურთო ნაკრებში თამაშობდა.

საბჭოთა კავშირის გუნდმა მონაწილეობა მიიღო 1982 წლის ფიფას მსოფლიო თასზე (მათთან იყო ოგანესიანი). ამგვარად, ოგანესიანი გახდა პირველი სომეხი ფეხბურთელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიო თასზე.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! თასზე ოგანესიანმა ერთი გოლი გაიტანა ჯგუფურ ეტაპზე ბელგიის წინააღმდეგ. აღნიშნული გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და სომხეთმა შეხვედრა 1:0 მოიგო.

ოგანესიანმა ეროვნულ ნაკრებში თამაში 1984 წელს შეწყვიტა. ნაკრებშ გატარებული 5 წლის მანძილზე მან 34 თამაშში მიიღ მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.[3] (გოლების უმეტესობა გადამწყვეტ მომანტში გაიტანა).[2]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ოგანესიანი ცოლს ჰქვია ჯულიეტა.[4] ხორენს ჰყავს ქალიშვილი ედიტა ოგანესიანი და ვაჟი, ჟორა ჰოჰანიანიანი, რომელიც ასევე ფეხბურთელია. ჟორამ ითამაშა ერევნის პიუნიკში და ფახთაქორი ტაშკენტში (ამავე კლუბებში მამასისიც თამაშობდა). ხორენ ოგანესიანი მართავდა ერევანისა და ლოკომოტივის ტაშკენტის კლუბებს, ხოლო ჟორა თამაშობდა მათთვის.[5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Golden players take centre stage. დაარქივებული 2 January 2008 საიტზე Wayback Machine. , from uefa.com
  2. 2.0 2.1 Hovhannisyan sure of place in history. Armsport.am. ციტირების თარიღი: 1 April 2013.
  3. Arnhold, Matthias. (19 February 2010) Khoren Georgievich Oganesyan - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 27 April 2015.
  4. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. hy. NEWS.am. ციტირების თარიღი: 2 April 2013.
  5. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. hy. NEWS.am Sport. ციტირების თარიღი: 2 April 2013.