მთავარი მენიუს გახსნა

ხორენიის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხოსპიოს თემის სოფელ ხორენიაში.

ხორენია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
რაიონი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკური ეკლესია
თარიღდება X საუკუნე
დეტალები

ტაძარი აგებულია X საუკუნეში, თუმცა შემდგომ რამდენჯერმეა განახლებულ-აღდგენილი. ნაგებობაზე ერთ დროს არსებული ექვსი წარწერიდან დღეს გარკვევით არცერთი არ იკითხება, თუმცა სხვადასხვა ავტორებთან გვხვდება ცნობები მათ შესახებ. ტაძრის რელიეფური შემკულობა სხვადასხვა პერიოდისაა — რელიეფურ სახეთა შორის განსაკუთრებით საინტერესოა ქტიტორთა ორი გამოსახულება, რომლებიც ერთმანეთისაგან მრავალმხრივ განსხვავდება.

ტაძრის ერთ-ერთი წარწერა ჯერ კიდევ ივანე როსტომაშვილსა და ექვთიმე თაყაიშვილს მოჰყავთ:

"ოდეს თათართა ყოველი ქუჱყანაჲ წაგუართო, მისგან დაუმთავრებელნი კარის ბჭენი და მე, ჩოგა გავათავენ. ვინცა ამას ნახვიდეთ მოგჳგონებდეთ. ოცდა ჩჳდმეტი ათასი თეთრი კათალიკოზისა და მეფისა ვახმარეთ"

.

აღსანიშნავია, რომ ნიკო ბერძენიშვილს ეს წარწერა 1933 წელსაც კი სახურავის ქვეშ დახვედრია.

ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ბაზალტით, მოგვიანებით ჩართულია ნაცრისფერიც. ფასადები უხვად არის შემკული ბარელიეფებით. მოჩუქურთმებულ წნულში ჩასმულია ბოლნური ჯვარი. ფასადის ზედა მხარეზე ორი მამაკაცის გამოსახულებაა შუაში ხეზე შემოხვეული გველით. სარკმლის თავზე ორივე მხარეზე გეომეტრიული ფიგურებია. სხვადასხვა ფიგურებითაა შემკული სამხრეთის ფასადიც. ჩუქურთმებისა და ბარელიეფების ფრაგმენტები ყორის ქვებში არის ჩართული. ეკლესიაზე მოგვიანო პერიოდში პატარა კარიბჭე მიუშენებიათ, რომელიც უკანასკნელ წლებში ორჯერ გაუდიდებიათ[1]; ეკლესიის ეზოში დიდი რაოდენობით არის ძველი საფლავის ქვები.

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ბერძენიშვილი ნ., ჯავახეთის 1933 წლის ექსპედიციის დღიური, საქართველოს ისტორიის საკითხები I, თბ., 1964, გვ. 105-106.
  • ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, სოფელი დიდი ხორენია, თბ; 2003. გვ. 52-53.
  • ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, ხორენიას წარწერა, თბ., 1959, გვ. 60-61.

სქოლიორედაქტირება