ქერის ბუგრი

მწერი ბუგრისებრთა ოჯახისა
(გადამისამართდა გვერდიდან ხორბლის რუსული ბუგრი)

ქერის ბუგრი, ხორბლის რუსული ბუგრი (ლათ. Diuraphis noxia) — მწერი ბუგრისებრთა ოჯახისა. მარცვლოვანი კულტურების ერთ-ერთი მთავარი მავნებელი. წუწნით აზიანებს ახალგაზრდა მცენარეებს, ძლიერი გამრავლების პერიოდში მთლიანად ახმობს მას. ფარულად ცხოვრობს, წუწნის ფოთლის ფუძესთან, რის შედეგადაც ფოთოლი სიგრძივ იგრიხება. ძირითადად აზიანებს ხორბალსა და ქერს. წელიწადში იძლევა 15-მდე თაობას. გვალვიან წლებში მეტი ზიანი მოაქვს. კვერცხის სახით იზამთრებს სარეველებზე, საშემოდგომო ჯეჯილზე, ველურ მარცვლოვნებზე, ძირნაყარზე.[1][2]

ქერის ბუგრი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Diuraphis noxia (Kurdjumov, 1913)

ბრძოლის ღონისძიებები: თესლბრუნვა, სასუქების დროული შეტანა, მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგის დამუშავება.[1][2]

  1. 1.0 1.1 ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. centri.gov.ge (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-28. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2020.
  2. 2.0 2.1 „ჩვენი სოფელი“, ივლისი 2020, №5 (55), გვ. 14.