ხოვლის კოშკი-სამრეკლო

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

ხოვლის კოშკი-სამრეკლოარქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლში ჯავახიშვილების უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კოშკები და სამრეკლო დაშენებულია მოგვიანებით. კოშკი ცილინდრულია (დიამ. 5,6 მ),სამსართულიანი, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩანგრეულია სართულშუა გადახურვა. კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველი სართული ყრუა, მის კედლებზე ორი სწორკუთხა ნიშია. მე-2 სართულზე ერთი წრიური ნიში და 6 სათოფურია, მესამეზე - 4 სწორკუთხა ნიში და 6 სათოფური. ყველაზე სათოფური სწორკუთხაა, გადახურულია არქიტავრით. აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობით ამოყვანილი სამრეკლოს თაღები საკმაოდ მასიურ რვა სვეტს ეყრდნობა და გადახურულია ხის კონსტრუქციებზე მოწყობილი თუნუქის პირამიდული სახურავით (დაზიანებულია).

ლიტერატურა

რედაქტირება