მთავარი მენიუს გახსნა

ხოვლეს წმინდა თევდორეს ეკლესია

ხოვლეს წმინდა თევდორეს ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში. მდებარეობს სოფლის დასავლეთით 300-400 მეტრზე, სასაფლაოზე. მოსახლეობა მას კვირიკწმინდასაც უწოდებს. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,7 X 4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვა და აგურიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარი გარედან არქიტრვულია, შიგნიდან - თაღოვანი. არქიტრავი ქვიშაქვისაა, თაღი მწვანე ფერის ტუფის თლილი კვადრებითაა ნაწყობი. ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული ჰქონია კარიბჭე, რომლის მხოლოდ დასავლეთ კედლის ნაწილია შემორჩენილი.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება