ხობისწყალი

მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან ხობი (მდინარე))

ხობისწყალი, ხობი (მეგრ. ხობწყარი) — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს ეგრისის ქედზე, მიედინება კოლხეთის დაბლობზე, ერთვის შავ ზღვას. მდინარის სიგრძე 150 კმ-ია, აუზის ფართობი - 1340 კვ.კმ., წყლის საშუალო ხარჯი - 44 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 30 კმ-ზე), მაქსიმალური - 333 კუბ.მ/წმ. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლებით, გამოიყენება სარწყავად. მისი მთავარი შენაკადია ჭანისწყალი (მარჯვნიდან). ხობისწყალზე დგას ქალაქები ხობი და ჩხოროწყუ.

ხობისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ქალაქები ხობი, ჩხოროწყუ
მარჯვენა შენაკადები ჭანისწყალი
სათავე კავკასიონი
42°48′50″ ჩ. გ. 42°13′39″ ა. გ. / 42.81389° ჩ. გ. 42.22750° ა. გ. / 42.81389; 42.22750
სათავის მდებარეობა ეგრისის ქედი
შესართავი შავი ზღვა
42°16′30″ ჩ. გ. 41°38′02″ ა. გ. / 42.27500° ჩ. გ. 41.63389° ა. გ. / 42.27500; 41.63389
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 150 კმ
აუზის ფართობი 1340 კმ²
ხობისწყალი — საქართველო
ხობისწყალი
ხობისწყალი
ხობისწყალი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ხობისწყალი
ხობისწყალი
— სათავე, — შესართავი
ხობისწყალი ვიკისაწყობში
ხობისწყალი ქალაქ ხობთან

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხობის შესართავთან დროებით დისლოცირებული იყო შავი ზღვის ფლოტი. 2000-2005 წლებში ხობის შესართავთან, სოფელ ყულევის სიახლოვეს, აშენდა ნავთობტერმინალი ტანკერებისთვის.

ხობისწყალზე შენდება ორი ჰიდროელექტროსადგური: ხობიჰესი 1 და ხობიჰესი 2.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება