მაქაიროდი

(გადამისამართდა გვერდიდან ხმალკბილა ვეფხვი)

მაქაიროდი (ლათ. Machairodus > ბერძნ. machaira — მოკლე, მოხრილი ხმალი და odus — კბილი), ხმალკბილა ვეფხვი — ნამარხი ცხოველების გვარი კატისებრთა ოჯახისა. ტანად თანამედროვე ვეფხვზე დიდი იყო, ჰქონდა დიდი, ხმლისებრი ზედა ეშვები, დაკბილუსი საჭრელი კიდეებით. ქალას სახის ნაწილი წაგრძელებული იყო, კიდურები შედარებით მოკლე და მასიური ჰქონდა. ნადირობდა დიდ ბალახისმჭამელ ცხოველებზე. ცნობილია ზედამიოცენურ-ზედაპლიოცენური ნალექებიდან. გავრცელებული იყო ევროპისა და აზიის სამხრეთ ნაწილში, აფრიკაში.

მაქაიროდი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კატისებრნი
ქვეოჯახი:  †Machairodontinae
გვარი:  მაქაიროდი
ლათინური სახელი
Machairodus

სახეობები რედაქტირება

Machairodus africanus
Machairodus aphanistus
Machairodus giganteus
Machairodus oradensis
Machairodus colorandensis
Machairodus transvaalensis
Machairodus alberdiae
Machairodus copei
Machairodus laskarevi
Machairodus irtyschensis
Machairodus kurteni
Machairodus fires
Machairodus ischimicus
Machairodus schlosseri
Machairodus palanderi
Machairodus palmidens
Machairodus inexpectatus
Machairodus giganteus

ლიტერატურა რედაქტირება