ხიდირბეგიშვილები

ქართული თავადური საგვარეულო (ამილახვრების განშტოება სამცხესა და ქართლში).
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ხიდირბეგიშვილები — ქართული თავადური საგვარეულო, ამილახვრების განშტოება. ერთ-ერთმა წინაპარი, თურქების მიერ ახალაციხის აღების დროს, გამუსლიმდა და მიიღო სახელი ხიდირბეგი, ხოლო მისი შთამომავლობა ატარებდა ხიდირბეგიშვილის გვარს. დაახლოებით 1630 წელს მათი ნაწილი ჩავიდა ქართლის სამეფოში და დასახლდა ხაშურის მახლობლად. ისინი დაუბრუნდნენ ქრისტიანულ სარწმუნეობას და აიყვანეს თავადის ხარისხში. მოიხსენიებიან ქართლის თავადთა სიაში, რომელიც მიმაგრებულია გეორგიევსკის ტრაქტატს (1783 წ.). 1850 წლის 6 დეკემბერს მათ კვლავ დაუმტკიცდათ თავადობის სტატუსი (ამჯერად რუსეთის იმპერიის უღლის ქვეშ). გვარი რუსიფიცირებული იყო, როგორც ხიდირებეგოვი (რუს. Хидирбеговы).

ხიდირბეგიშვილების გერბი. [1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. – М.: Линкоминвест, 1998. – გვ. 224-226.

შენიშვნა

რედაქტირება
  1. ამ გერბს აგრეთვე იყენებს გურამიშვილების საგვარეულოც.